სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისასმელებირომელი სასმელი შევარჩიოთ სადღესასწაულო სუფრისთის

რომელი სასმელი შევარჩიოთ სადღესასწაულო სუფრისთის

ახალი წელი ახლოვდება და მრავალი ჩვენგანი უკვე ადგენს სადღესასწაულო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და სასმელების სიას.
ბევრი რამის შეძენა ადრევეა შესაძლებელი, მაგალითად, უალკოჰოლო სასმელებისა. ისინი შესანიშნავად შეინახება ახალ წლამდე. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ გაზიანი სასმელები კუჭს ვნებს. არც მათში შემავალი საღებავები და არომატიზატორებია მაინცდამაინც სასარგებლო,

სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია ალოკოჰოლური სასმელებიც, ჩრდილოეთის ზოგიერთ ქვეყანაში სწამთ, რომ თუ ახალ წელს სასმელი მდინარესავით მოედინება, მთელი წელი უხვი და წარმატებული იქნება. ირწმუნებთ თუ არა ამას, თქვენი ნებაა. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია გითხრათ: რაც უფრო მეტს დალევთ და რაც უფრო მეტ სასმელს აურევთ ერთმანეთში, მით უფრო მეტად გაგიჭირდებათ მეორე დღეს. ეს უსიამოვნება თავიდან რომ ავიცილოთ, უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ დავლიოთ ახალ წელს.

ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას

არაყი მაცივრიდან უმჯობესია უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ გამოიღოთ.

წითელი ღვინო ოთახის ტემპერატურაზე 2-3 გრადუსით გრილი უნდა იყოს, მაგრამ არასოდეს გააცივოთ ზღვრულ ტემპერატურაზე – 18 გრადუსზე მეტად.

თეთრი ღვინო, პირიქით, უნდა მიართვათ გაცივებული, მაგრამ არა მეტისმეტად ცივი. თუ ღვინის ტემპერატურა 8-10 გრადუსზე ნაკლებია, მის არომატს მთელი სისავსით ვერ შეიგრძნობთ.

თეთრ მშრალ ღვინოებს და შამპანურს აცივებენ მაცივარში ან ყინულიან ჭურჭელში, თუ გარემოს ტემპერატურა საშუალებას იძლევა – ფანჯარაშიც, მაგრამ მოარიდეთ ორპირ ქარს.

ლიქიორის, ტკბილი (მალაგას, მუსკატის ტიპის) ღვინოების ტემპერატურა ოთახისას უნდა უთანაბრდებოდეს. კონიაკს ქალივით ნაზად უნდა მოექცეთ, სვათ ნელ-ნელა, წრუპვით: ჩაასხათ ცოტაოდენი კონიაკი ფართოძირიან და ვიწროპირიან ბოკალში, დაიჭიროთ ხელში, ხელისგულებით ოდნავ შეათბოთ, შემდეგ მოსვათ, მაგრამ გადაყლაპვა არ იჩქაროთ – ერთხანს პირში გააჩერეთ, რათა სრულყოფილად შეიგრძნოთ მისი არომატი. მთელი საღამოს განმავლობაში საკმარისია დალიოთ 50-100 მლ კონიაკი. მშრალი მარტინი მიაქვთ მწვანე ზეთისხილთან ერთად, რომელიც წამოცმულია სპეციალურ ჩხირზე და დევს ბოკალში. მარტინის ბოკალს კონუსის ფორმა უნდა ჰქონდეს. ტკბილ მარტინის უხდება დაკონსერვებული ალუბალი.

READ  "ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა...” - ინტერვიუ Food ბლოგერ გიორგი კოხრეიძესთან, რომლის იუმორისტული ვლოგები და ოთხფეხა მეგობარი ყველამ შეიყვარა

რაც შეეხება აბსენთის. კლასიკური მეთოდი: ბოკალზე დადეთ კოვზი, ზედ მოათავსეთ შაქრის ნატეხი და ბოკალში ისე ჩაასხით სასმელი, რომ შაქრის ნატეხს დაესხას. ამის შემდეგ აბსენთით გაჟღენთილ შაქარს მოუკიდეთ ცეცხლი, აცადეთ გადნობა და აბსენთში ჩაასხით.

 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები