ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისაახალწლო სუფრაზე რა უნდა იყოს აუცილებლად

საახალწლო სუფრაზე რა უნდა იყოს აუცილებლად

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი კერ­ძი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას სა­ა­ხალ­წლო მა­გი­და­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს.

სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ის ნა­წი­ლად იქცა თითოეული მათგანი და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის წარ­მოდ­გე­ნა­ში ახალ წელ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

გოზინაყი ცოტა რამ ასო­ცირ­დე­ბა ახალ წელ­თან ისე, რო­გორც გო­ზი­ნა­ყი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ძვე­ლი რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნით თაფ­ლი და ნი­გო­ზი წმინ­და საკ­ვე­ბად ით­ვლე­ბო­და და „ბა­ტო­ნებს“ სწი­რავ­დნენ. მისი მომ­ზა­დე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, თუმ­ცა კარ­გი გო­ზი­ნა­ყი ად­ვი­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. იდე­ა­ლუ­რად ით­ვლე­ბა ღია ფე­რის, მსხვრე­ვა­დი ნუგ­ბა­რი, რო­მელ­შიც ნი­გო­ზი თა­ნა­ბარ თხელ ფე­ნე­ბა­დაა დაჭ­რი­ლი.

სა­ცი­ვი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­სუ­ლი კერ­ძია. მომ­ზა­დე­ბის მცი­რე ნი­უ­ან­სე­ბი გა­ნას­ხვა­ვებს ერ­თმა­ნე­თის­გან გუ­რი­ა­ში, სა­მეგ­რე­ლო­სა და იმე­რეთ­ში დამ­ზა­დე­ბულ სა­ცივს. თუმ­ცა რთუ­ლია კერძს რო­მე­ლი­მე კუ­თხის სა­ხე­ლი მი­ვა­ნი­ჭოთ მისი გავ­რცე­ლე­ბის ფარ­თო არე­ა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. არ­სე­ბობს ვერ­სი­აც, რომ ის ინ­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის საჭ­მე­ლია.

სა­ცი­ვის რე­ცეპ­ტი გვხდე­ბა ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძის წიგნ­შიც, თუმ­ცა მი­სე­ულ რე­ცეპ­ტში თა­ნა­მედ­რო­ვეს­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ნი­გო­ზი და ბევ­რი ძმა­რია.

იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი ნე­ბის­მი­ე­რი სუფ­რის გა­ნუყ­რე­ლი კერ­ძია. ასეა ახალ წელ­საც. რთუ­ლია მო­ძებ­ნო სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა, რო­მელ­ზეც იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი არ იქ­ნე­ბა. იდე­ა­ლუ­რი იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის მომ­ზა­დე­ბის მთა­ვა­რი წესი ბევ­რი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იმე­რუ­ლი ყვე­ლია.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „შუა საუკუნეების ინკვიზიტორებს ჰგვანან“ – ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE