შაბათი, მაისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა

რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა

რა დაგიჯდებათ ტრადიციული საახალწლო სუფრა? 

საახალწლო სუფრა საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს 300 ლარი დაუჯდებათ, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 8.3%-ით მეტია.

კვლევითი ინსტიტუტის ინდექსი 5-6-სულიანი ოჯახისთვის ისეთი ტრადიციული კერძების ღირებულებას ითვლის, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, გოზინაყი და ხილი.

სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (250 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (300 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 230 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია.

2024 წლის დეკემბერში, გასულ წელთან შედარებით, თითქმის ყველა სახის საკვები პროდუქტი გაძვირდა.

სურსათის ფასები იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშიც ადასტურებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ესპანეთი: ერთ კვირაში Covid-ის შემთხვევები 70%-ით გაიზარდა“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE