ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ გავამრავალფეროვნოთ საახალწლო სუფრა

როგორ გავამრავალფეროვნოთ საახალწლო სუფრა

რჩევები როგორ შეიძლება საახალწლო სუფრა გავამრავალფეროვნოთ და სიახლე შესძინოთ ახალ 2025 წელს 

საახალწლო სუფრა უდავოა, რომ ხორციანი საჭმელების, ზოგიერთ შემთხვევაში კი შემწვარი გოჭისა და ინდაურის განუყოფელი ნაწილია.

ტრადიციების პატივისცემა კარგია, თუმცა ზოგჯერ სურვილი გვიჩნდება ახალ წელს ახალი კერძებით შევხვდეთ. გთავაზობთ ერთი კერძის რეცეპტს, რომელიც თქვენს სუფრას გაამრავალფეროვნებს.

ღორის ხორცი მანგოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

• 1 კილოგრამი ღორის ხორცი ძვლების გარეშე

• 8 ნაჭერი ბეკონი (სასურველია ოდნავ მარილიანი)

• 2 ცოცხალი მანგო, გასუფთავებული და შედარებით წვრილად დაჭრილი ან

• 150-200 გრამი გამომშრალი მანგო (ან ნებისმიერი ალტერნატიული ხილი თქვენი გემოვნებით)

ხახვი (სასურველია დაჭრათ წვრილად)

• საკმაო რაოდენობის დაჭრილი მწვანილი – ოხრახუში, კამა, ქინძი (იდეალური ვარიანტი ქინძია, გემოზე დიდ გავლენას არ ახდენს, თუმცა პიკანტურ აქცენტს აკეთებს).

• ერთი კბილი ნიორი, ის კარგად უნდა დაჭრათ.

• 100 გრამი ქიშმიში

• ცოტა მაიონეზი, კონკრეტულ რაოდენობას არ ვასახელებთ, რადგან მაიონეზი სხვადასხვანაირი არსებობს

100 გრამი სუხარი

• და თუ სადმე მაცივარში სოსისიც მოგეპოვებათ შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ და გამოიყენოთ.

პირველ რიგში ღუმელი 220 გრადუსამდე გააცხელეთ. სანამ ის ცხელდება შეწვით თქვენი ბეკონი, შეწვით მორევით იქამდე, სანამ კარგად არ შეიწვება.

ამის შემდეგ შეგიძლიათ ბეკონი ამოიღოთ იმ ცხიმში კი წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ჩაყაროთ და 3 წუთის განმავლობაში მოშუშოთ.

როდესაც ესეც მომზადდება ერთმანეთში აურიეთ მანგო, ბეკონი, მწვანილი, ქიშმიში ხახვი და ნიორი.

ამის შემდეგ აიღეთ ღორის ხორცი და ის სიგრძეზე გაჭერით მაგრამ არა ბოლომდე, ისე რომ ის წიგნივით გადაიშალოს, მომზდებული მანგოსა და დანარჩენი ინგრედიენტების ნაზავი შუაში მოათავსეთ და ჩხირებით ისევ შეკარით.

ფრთხილად და არც ძალიან უხვად წაუსვით თქვენს ხორცს მაიონეზი და მოაყარეთ გამომშრალი პური, შეწვით ხორცი სანამ წითელ ფერს არ მიიღებს. ამის შემდეგ ის გაცხელებულ ღუმელში უნდა გაგზავნოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ხორცს მსუქანი ნაწილიც აქვს, ის ზემოდან მოაქციეთ, რათა გადნეს და ხორცი გაიჟღინთოს, ცოტა არ იყოს და ღორის ხორცი ზოგადად მშრალია.

25 წუთის შემდეგ ღუმელის ტემპერატურა 180 გრადუსამდე უნდა შეამციროთ. და კიდევ საათნახევრის განმავლობაში დატოვოთ ღუმელში. თუ ხორცს ჩხირს შეურჭობთ და იქიდან აბსულუტურად გამჭირვალე სითხე გამოჟონავს, ყოველგვარი ვარდისფერი შეფერილობის გარეშე, თქვენი კერძი მზადაა. ღუმელიდან გამოღებისას 5 წუთი გააჩერეთ ხორცი, შემდეგ კი დაჭერით, გარნირათ მიიტანეთ ნებისმიერი რამ თქვენი გემოვნებით, თუმცა კულინარების გამოცდილებას თუ დავუჯერებთ მანგო ბრინჯს უხდება, ვაშლი კი კარტოფილს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბალისიკატა, იტალია: ტოპ აქტივობები

ბალისიკატა, იტალია: ტოპ აქტივობები

26 March, 2025
როგორ ვსწავლობთ შეცდომების მეშვეობით? მეცნიერებმა ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით გაარკვიეს!

როგორ ვსწავლობთ შეცდომების მეშვეობით? მეცნიერებმა ტვინის აქტივობაზე დაკვირვებით გაარკვიეს!

მარტი 26, 2025
მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს

მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს

26 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

მარტი 26, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თმის ფერი –გაზაფხულის ტრენდი

თმის ფერი –გაზაფხულის ტრენდი

მარტი 26, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით კონკურსი ცხადდება

დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით კონკურსი ცხადდება

მარტი 26, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები