ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიმოამზადეთ საახალწლო დესერტი

მოამზადეთ საახალწლო დესერტი

ნუშის ტრიუფელები თქვენი საახალწლო დესერტი  აუცილებლად გახდება! 

საახალწლო დესერტი ნუშის ტრიუფელები სადღესასწაულო სუფრისთის იდეალური არჩევანია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: შავი შოკოლადი 150გრ. კარაქი 35გრ. ნაღები 70მლ. ნუში 25გრ. ლიქიორი ან კონიაკი 1,5ჩ/კ. შაქრის პუდრა გემოვნებით

ნუშს დავასხათ ცხელი წყალი, გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ დავასხათ ცივი წყალი და მოვაცალოთ კანი. გასუფთავებული ნუში დავაბლენდეროთ, დავამტოთ თაფლი, ნაღები, ავურიოთ და წამოვადუღოთ. შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ მომზადებული ნაღების მასა და განუწყვეტლივ ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე, რამოდენიმე წუთის შემდეგ მასა გადმოვდგათ, დავამატოთ ლიქიორი და ავურიოთ ბლენდერით (პატარა სიჩქარით). მიღებული მასა გავაცივოთ 35–40°С–მდე, დავამატოთ დაჭრილი კარაქი და კვლავ ავურიოთ. მომზადებული მასა დავასხათ პერგამენტჩაფარებულ ფორმაზე,  (1სმ. სისქით) გადავაფაროთ ცელოფანი (ცელოფანი უნდა ეხებოდეს მასას), გავაჩეროთ 16–17°С ტემპერატურაზე 3 დღით. 3 დღის შემდეგ მომზადებული მასა დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ამოვავლოთ შაქრის პუდრაში და გავაკეთოთ პატარა ბურთები, ბოლოს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. (გამოდის 25 ცალი)

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი ბოლონეზე მარტივად?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები