თუ ექსპერიმენტებისთვის დრო დაგრჩება, ძველი ტრადიციების გაცოცხლებისთვის ახალი წელი საუკეთესო პერიოდია. ძველ დროში საახალწლოდ საქართველოს ყველა კუთხეში განსხვავებულ და უნიკალურ კერძებს ამზადებდნენ.
საახალწლოდ იმერეთში ფხალეულობას და სურნელოვანი საკმაზებით შეზავებულ კერძებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რაჭულ სუფრებზე ლობიანის თორმეტ ნაირსახეობას შეხვდებოდი, ხოლო საახალწლო ხაჭაპურს გოგრის გატარებულ თესლსაც ამატებდნენ. ქართლის სადღესასწაულო სუფრას — ნაზუქი ამშვენებდა, მთიან მხარეებში კი ხორციან კერძებს ამზადებდნენ.
თითოეულ ოჯახშიც კი ყოველთვის სხვებისგან გამორჩეული საახალწლო კერძი მზადდებოდა, ასე რომ, ბებიების რეცეპტების წიგნებში უნიკალური კერძების საძიებლად დრო აუცილებლად უნდა გამონახო.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები