რომელია ერთადერთი ქვეყანა რომელიც თავისთვის საკმარის პროდუქტს აწარმოებს

0
567
#post_seo_title

ოდესმე დაფიქრებულხართ, რომელი ქვეყანა შეძლებს მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას სრულიად დამოუკიდებლად, თუკი გლობალური ვაჭრობა შეჩერდება?

ახალი კვლევის ფარგლებში გერმანელმა და ბრიტანელმა სპეციალისტებმა 186 სახელმწიფოს საკვების წარმოება შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თვითკმარი რესურსები მათგან მხოლოდ ერთს აქვს. ეს გაიანაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ქვეყანა

ამ რესურსებში იგულისხმება საკვების ის 7 უმნიშვნელოვანესი ჯგუფი, რომლებიც ჯანსაღი რაციონისთვისაა აუცილებელი:

პარკოსნები, თხილეული, თესლები;

ნახშირწყლოვანი პროდუქტები;

რძის პროდუქტები;

თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები;

ხილი;

ხორცი და ხორცპროდუქტები;

ბოსტნეული.

გაიანას შემდეგ სიაში ჩინეთი და ვიეტნამია. ამ ქვეყნებში 6 კატეგორიის საკვები საკმარისი რაოდენობით იწარმოება იმისთვის, რომ პოპულაციის საჭიროება დააკმაყოფილოს. 5 ან მეტი კატეგორიის საკვები ყოველი 7 სახელმწიფოდან ერთს აქვს, მესამედს კი — 2 ან ნაკლები. ავღანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი, მაკაო, კატარი და იემენი არცერთ კატეგორიაში არაა თვითკმარი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით. ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რა უნდა იცოდეთ რქაწითელის შესახებ

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ