როგორ მოვამზადოთ იოგურტი სახლის პირობებში – 3 მარტივი მეთოდი

0
21
#post_seo_title

იოგურტი მრავალი ადამიანისთვის საყვარელი პროდუქტია. იგი ძალიან სასარგებლოა როგორც ბავშვის, ასევე მოზრდილის ორგანიზმისთვის. თუმცა მზა იოგურტი რძის სხვა პროდუქტებთან შედარებით ძვირად ფასობს.

არსებობს გამოსავალი – მისი მომზადება სახლის პირობებში. გამოდის არანაკლებ გემრიელი და გაცილებით უსაფრთხო. ასეთი იოგურტის მირთმევა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.

გთავაზობთ იოგურტის სახლის პირობებში მომზადების 3 მარტივ მეთოდს.

როგორ მოვამზადოთ იოგურტი სახლის პირობებში – 3 მარტივი მეთოდი

ზოგადი წესები:

შინაური რძე აუცილებლად აადუღე და შემდეგ გააციე 38 -42 გრადუსამდე, ხოლო პასტერიზებული რძე უბრალოდ შეათბე საჭირო ტემპერატურამდე.

გამოიყენე მშრალი “დედა’’, რომლის გახსნა ცხელ რძეში არაფრით არ შეიძლება. იგი გახსენი 40 გრადუსზე გამთბარი რძის მცირე რაოდენობაში და შემდეგ შეურიე მთლიან მასას. ჩვეულებრივ, ერთი პაკეტი გათვლილია 2-3 ლიტრ რძეზე.

როგორ მოვამზადოთ იოგურტი სახლის პირობებში – 3 მარტივი მეთოდი

იოგურტის მომზადება მულტისახარშ ქვაბში

ეს მეთოდი გამოადგება მულტისახარში ქვაბის მფლობელს. მომზადებული მასა ჩაასხი შესაბამის ფორმებში და დააყენე რეჟიმი ‘’იოგურტი’’.

ფორმები შეგიძლია შეცვალო მინის ქილებით. მულტისახარში ქვაბის ჭურჭელში ჩაასხი 2 ლ წყალი და ჩადგი მასში ქილები.

შეგიძლია რძე ჩაასხა პირდაპირ ქვაბში. შემდეგ ხელით დააყენო 40 გრადუსი ტემპერატურისა და 8 საათიანი დროის მაჩვენებელზე.

როგორ მოვამზადოთ იოგურტი სახლის პირობებში – 3 მარტივი მეთოდი

იოგურტის მომზადება ღუმელში

შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი ღუმელი, რომელსაც აქვს 40 გრადუსიანი რეჟიმი. შედგი რძიანი ქილები, დააფარე ხუფები და დაინიშნე დრო – 8 საათი.

როგორ მოვამზადოთ იოგურტი სახლის პირობებში – 3 მარტივი მეთოდი

იოგურტის მომზადება პლედის დახმარებით

რძე ‘’დედასთან’’ ერთად დატოვე ქვაბში, დააფარე ხუფი და კარგად შეფუთე თბილი პლედით. ოთახის ტემპერატურაზე დატოვე ასეთი სახით 8 საათის განმავლობაში. შემდეგ ერთი საათით შედგი მაცივარში.

როგორ მოვამზადოთ იოგურტი სახლის პირობებში – 3 მარტივი მეთოდი

სახლში მომზადებული იოგურტი შეგიძლია გამოიყენო, როგორც საუზმედ – ცალკე კერძად, ასევე სხვადასხვა დესერტისა და სალათისთვის. პროდუქტი საკმაოდ გემრიელი და სასარგებლოა.

გირჩევთ რამდენიმე კოვზი იოგურტი გადაინახოთ და კვლავ გამოიყენოთ შემდეგი პარტიის შესადედებლად.

იმედია, ჩვენი შემოთავაზებული მეთოდები მოგეწონათ. გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებსაც.

მასალის გამოყენების პირობები