შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

რა თავისებურებებით გამოირჩევა ბავშვის რაციონი ზაფხულში, საჭიროა თუ არა, შევცვალოთ საკვების მომზადების ტექნოლოგია წლის ამ პერიოდში 

ზაფხულში ბავშვის კვების თავისებურებას განაპირობებს მაღალი ტემპერატურა და მზის აქტიური გამოსხივება, რაც პატარას ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. ზაფხულში ბავშვის კვების ხასიათი მისი ორგანიზმის შესაძლებლობებს უნდა შეესატყვისებოდეს.

ზაფხულში სწორი კვების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ცილებით, განსაკუთრებით – ცხოველური ცილებით რაციონის გამდიდრება. ზაფხულობით უმეტესად სწორედ ცხოველური ცილების მიღებაზე ამბობენ უარს. ეს შეცდომაა, ცილების მოთხოვნილება სეზონურად არ იცვლება.

ზაფხულში ცილების მთავარი წყაროა რძის ნაწარმი: მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ასევე – კვერცხი, ბუტერბროდი მოხარშული ხორცით და ყველით, საუზმეზე – ფაფა.

ცხიმების წილად მოდის საკვების ენერგეტიკული ღირებულების 27-28%. მათ საერთო ოდენობაში მცენარეული ცხიმების წილი არანაკლებ 35%-ს უნდა შეადგენდეს. მზარდ ორგანიზმს შეუცვლელი უჯერი ცხიმოვანი მჟავებით უმთავრესად მზესუმზირას, სიმინდის, ზეითუნის, არაქისის ზეთები, კაკალი უზრუნველყოფს. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ცხიმოვან ცვლაში, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოტანას, ზრდიან სისხლძარღვთა ელასტიკურობას, აწესრიგებენ მათ მუშაობას.

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში | შენი სუფრა

უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ზაფხულობით, მიუხედავად ხილისა და კენკრის მრავალფეროვნებისა, ბავშვის ორგანიზმი ხშირად განიცდის ვიტამინების ნაკლებობას. საქმე ის არის, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმი დიდი რაოდენობით ვიტამინებს ხარჯავს. რეგულარული ოფლიანობა აკარგვინებს ამ ნივთიერებებს. გაძლიერებული ოფლდენის დროს ორგანიზმიდან ასევე იკარგება მინერალური მარილები, მიკროელემენტები. ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნა ჩ ვიტამინზე 1-დან 3 წლამდე 45 მგ-ს შეადგენს, 3-დან 6 წლამდე – 50მგ-ს, გაძლიერებული ოფლიანობისას კი ორგანიზმი 20-30 მგ-ს კარგავს. ამიტომ ორიენტაცია ახალ ხილსა თუ კენკრაზე უნდა ავიღოთ. საუზმედ, სადილად, ვახშამზე პატარამ უნდა მიიღოს უმი ან მსუბუქად დამუშავებული ვიტამინიზებული პროდუქტები – მცენარეული ზეთით შეკაზმული სალათები, ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის პიურე.

ვიტამინებით მდიდარია ხილისა და კენკრის წვენები, კისელი, მორსი, მწვანე ჩაი. ეს გამაგრილებელი სასმელები ზაფხულში შესანიშნავად შეგიცვლით საკონდიტრო ნაწარმს. მოარიდეთ პატარა ზაფხულში ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს – ტკბილეულს, ცომეულს, საკონდიტრო ნაწარმს. მათი ჭარბი მიღება ვიტამინებისა და ცილების უკმარისობას განაპირობებს.

READ  „ჩემს შვილებს თუ დაიტოვებს, არ ვარ წინააღმდეგი“ – ხატია სიჭინავა გიორგი ფხაკაძეს სანიტრად მუშაობაზე

#drpkhakadze

წყარო

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები