ორშაბათი, იანვარი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიროგორ დავეხმაროთ შვილებს, რომ იყვნენ წარმატებულები? 

როგორ დავეხმაროთ შვილებს, რომ იყვნენ წარმატებულები? 

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

როგორ დავეხმაროთ შვილებს, რომ იყვნენ წარმატებულები?
საუბრობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე:

„ნებისმიერი შეფასებითი კომპონენტი, რომელსაც მშობელი გამოიყენებს, ბავშვზე აისახება. ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, რომ მე რაღაც გამომივა, რაღაცაში წარმატებული ვიქნები. მშობელი გადამწყვეტია ბავშვთან მოლოდინების ფორმულირებაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი კიბე და მშობელი გრძელვადიანად ხედავს, როგორია კიბის დასასრული. მაგრამ ყოველ მოცემულ მომენტში ის ბავშვს არ სთხოვს, მაღლა და მაღლა ავიდეს, არამედ ის საფეხური დაძლიოს, რომელიც მას ამ მომენტში შეუძლია. ამ დროს მშობელი ეხმარება ბავშვს და იღებს უკუკავშირს, ეს არის ყველზე ეფექტური და მარტივი მოდელი.

არსებობს მიზანი, რომელიც ალბათ ბავშვისთვისაც ხელშესახებია და მშობლისთვისაც ნათელია და მისი შესრულების პატარა საფეხურებით იწყება, რომელიც მიგვიყვანს შედეგამდე. ეს გზად ნამდვილად გაგვიყვანს შედეგამდე. უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში. ნებისმიერი საგანმანათლებლო სიტუაციის მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის. აქ მნიშვნელოვანია ოპტიმისტური რეალიზმი. რეალიზმი არის ის, როცა მე  ვიცი, რა  გამომდის.

როდესაც მშობლები ვამბობთ, რომ ნიჭიერია ბავშვი, ეს ზოგადია, უფრო მარტივად უნდა ავხსნათ, რა გამოსდის მას.

ავიღოთ ორი ასაკობრივი ჭრილი, 96 წლის პიანისტი, რომელსაც სოლო კონცერტი აქვს და ერთი წლის ბავშვი, რომელიც დგას პირველ ნაბიჯებს. როცა ვამბობთ,  ნიჭიერია ადამიანი? წარმატებულია  ის? ერთი წლის ბავშვის შემთხვევაში ჩვენი მიზანია ის, რომ მან ჯერ უნდა გაიაროს, 96 წლის ადამიანის შემთხვევაში, კი მიზანი ბევრად სხვაა. ერთი წლის ბავშვს რომ დავუბრუნდეთ, მას ნაბიჯების გადასადგმელად სჭირდება შესაძლებლობა, რომ დაიწყოს სიარული. მას სჭირდება ამის მოტორული წინაპირობა.  არიან ბავშვები, რომლებმაც რთულად ისწავლეს და ისინი, ვინც მარტივად სწავლობს. არიან ისეთებიც, ვინც ადვილად ისწავლეს, თუმცა ეს ვერაფერში გამოიყენეს, მაგრამ ისეთებიც, ვინც რთულად ისწავლა, წავიდა სპორტში და გადასარევად იყენებს ფიზიკურ უნარებს. მაშ, რომელი ბავშვი გაივლის უფრო სწრაფად? ის, ვისაც მეტი მცდელობა აქვს და კარგი მხარდაჭერა. ბავშვმა სისტემატურად უნდა მოსინჯოს თავისი უნარები, გავარჯიშდეს, რომ ეს ნაბიჯები გადადგას, მაგრამ გარემო უნდა ეხმარებოდეს მას.

იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული  და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, იმიტომ, რომ ტვინი მხოლოდ ამ მდგომარეობაში სწავლობს. თუ მე მხარდამჭერი მშობელი მყავს, მაქვს შანსი, რომ ვიყო პოზიტიურ გარემოში და წავიდე დადებითი ემოციებისკენ. ერთი მხრივ, ხომ ადვილია სიხარულის გაცემა, მაგრამ როცა ბავშვი დაღლილია, გამოუძინებელია, ბევრი აქვს სამეცადინო, სად იპოვოს მან სიხარული?“

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
პარიზის 6 საუკეთესო ბაზრობა

პარიზის 6 საუკეთესო ბაზრობა

20 January, 2025
პაპილომავირუსის 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამით!

პაპილომავირუსის 9-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამით!

იანვარი 20, 2025
ლიეტუვური მედია: ლიეტუვაში 2024 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ლიეტუვური მედია: ლიეტუვაში 2024 წელს შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

20 იანვარი 2025
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

იანვარი 19, 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ სახის კანის ნატურალური ნიღაბი ავოკადოსგან

როგორ მოვამზადოთ სახის კანის ნატურალური ნიღაბი ავოკადოსგან

იანვარი 20, 2025
როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

როგორ დავზოგოთ ფული საზღვარგარეთ: პრაქტიკული რჩევები

19 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები