პირველი, რაც ბავშვებს სიცხეში აუცილებლად სჭირდება არის წყალი.
თუ ბავშვს არ სურს წყლის დალევა, უნდა მივცეთ წვენები, კომპოტი, ცივი ჩაი. გაზიან სასმელებზე სჯობს უარი ვთქვათ, მათში შაქრის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო.
ცილოვანი პროდუქტებიდან უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ხაჭოს.
ზაფხულში ცხელი კერძები ბავშვს ნაკლებად ხიბლავს, ამიტომ სადილზე მოვუმზადოთ ბოსტნეულის და ხილის სალათები, ცივი სუპები. უმადობისას, უნდა შევამციროთ ერთჯერადი ულუფის მოცულობა, მაგრამ გავზარდოთ კვებათა რაოდენობა.
უფრო მეტად მსუყე კერძები სჯობს ბავშვს შევთავაზოთ საუზმეზე ან ვახშმად, რადგანაც ამ დროს ნაკლებად ცხელა და მადაც უკეთესია. საუზმე და ვახშამი შეიძლება იყოს ცილოვანი კერძებით (ხორცი, თევზი, ხაჭო, კვერცხი) წარმოდგენილი. სადილი – მსუბუქი სუპი ან ბოსტნეული რაგუ, ხილისა და ბოსტნეულის სალათი. კიდევ ერთი მომენტი, თუ გვინდა რომ ბავშვი სრულფასოვნად იკვებებოდეს, უნდა გამოვრიცხოთ წახემსებები. გამოსაჩენ ადგილზე არ უნდა იყოს კანფეტები, შოკოლადი, და სხვა გემრიელობები, რომელმაც შეიძლება მადა დაუკარგოს ბავშვს.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არ დავაძალოთ ჭამა. ჯანმრთელი ბავშვის ორგანიზმმა თავად იცის რამდენი და რა სჭირდება.