პარასკევი, მაისი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგაგიმხელთ რაჭული ლობიანის საიდუმლოს - რაჭველი ბებოების რეცეპტს

გაგიმხელთ რაჭული ლობიანის საიდუმლოს – რაჭველი ბებოების რეცეპტს

დღეს ბარბარობაა და საქართველოში, ალბათ, ყველა ოჯახში უცვლელი ტრადიციაა ლობიანის გამოცხობა.

ჩემს რაჭველ ბებიებს “ბარბალობის” სუფრაზე აუცილებლად ჰქონდათ ლობიანი და კვახი (გოგრის რაჭული ვერსია)… ჰოდა, ლობიანის გამოცხობაში სიამოვნებით ვეხმარებოდი ბებოებს – თავიდან ფეხებამდე ფქვილში ამოვლებული, ბედნიერი დავქროდი გახურებულ ღუმელსა და თოვლიან ეზოს შორის… გზად, ხარიხაზე გაკიდებულ ჩურჩხელას ჩამოვწყვეტდი და წამში გადავსანსლავდი… იქვე საახალწლოდ გადანახულ ხურმის ჩირჩს ავცანცლიდი და ლობიანისთვის ამოფუებულ ცომს თითს სიამოვნებით ჩავკრავდი

ლობიანის ცომს ჩემი ბებოები მარტივად ამზადებდნენ – პურისთვის განკუთვნილ ცომს იყენებდნენ (ფქვილი, მარილი, წყალი, საფუარი). მთავარი ლობიანის გულსართია, რომლის გემოსაც წლებია, თბილისში ვერსად მივაგენი და მინდა გავიხსენო და გაგიზიაროთ ნამდვილი რაჭული ლობიანის გულსართის გემოს საიდუმლო

კარგად მოხარშულ ლობიოს ხის “სატუკელით” კარგად ამოლესავდნენ ჩემი ბებოები, ცხელ-ცხელ ლობიოს მხოლოდ მარილსა და ღორის ქონს (უმჯობესი მუცლის ქონია) შეურევდნენ… არც ერთი სხვა ინგრედიენტი ნამდვილ რაჭულ ლობიანს არ სჭირდება… გულსართს ბლომად ჩაურთავდნენ ცომს და თხელკანიან პიწკინა ლობიანს ღუმელში შეაბრძანებდნენ…

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ… მწვანე პასპორტის “ავტორებს” კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE