რატომ უნდა დავასხათ ხორცს მდუღარე წყალი მწვადის შეწვამდე. ამ დახვეწილი პროცესის ინსტრუქცია მეგობარმა მასწავლა.

0
103
#post_seo_title

მწვადის სეზონი არ არსებობს. ის ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირად გემრიელია. ზაფხულში შეგიძლიათ ბუნებაში პიკნიკი მოაწყოთ და შუა ტყეში დაანთოთ ცეცხლი, ზამთარში – თბილ ბუხართან მეგობრების წრეში.

თუ თქვენ მწვადის მოყვარული ხართ, გასწავლით როგორ შეწვათ გემრიელი მწვადი ყოველგვარი ხახვის და ძმრის გარეშე.

რეცეპტის მნიშვნელოვანი მხარე მდუღარე წყალშია. ეს ჯერჯერობით საუკეთესო გზაა მარინადის გასაკეთებლად. ფაქტია, რომ მდუღარე წყალი შეიწოვება ხორცში და საშუალებას მისცემს კარგად აიღოს  სანელებლების გემო.

რატომ უნდა დავასხათ ხორცს მდუღარე წყალი მწვადის შეწვამდე. ამ დახვეწილი პროცესის ინსტრუქცია მეგობარმა მასწავლა. | შენი სუფრა

ინგრედიენტები

წყალი 250 მლ

მზესუმზირის ზეთი 50 მლ

მარილი გემოვნებით

პილპილი ან წითელი წიწაკა გემოვნებით

გემოვნებით შეგიძლიათ ხარჩოს სუნელი

მომზადება

აადუღეთ წყალი და დაამატეთ სუნელები, მარილი.

რატომ უნდა დავასხათ ხორცს მდუღარე წყალი მწვადის შეწვამდე. ამ დახვეწილი პროცესის ინსტრუქცია მეგობარმა მასწავლა. | შენი სუფრა

ნაზავს დაამატეთ მცენარეული ზეთი და აურიეთ. მოასხით დაჭრილ ხორცს მიღებული მარინადი. კარგად ავურიოთ და გრილ ადგილას 3 საათის განმავლობაში გავაჩეროთ.

რატომ უნდა დავასხათ ხორცს მდუღარე წყალი მწვადის შეწვამდე. ამ დახვეწილი პროცესის ინსტრუქცია მეგობარმა მასწავლა. | შენი სუფრა

 

გახსოვდეთ, რაც არ უნდა კარგი იყოს მარინადი, მწვადისთვის თქვენ უნდა აარჩიოთ მაღალი ხარისხის და გემრიელი ხორცი. დაჭრათ  საშუალო ზომის ნაჭრებად, ისე რომ პროდუქტი თანაბრად მომზადდეს.

სანელებლები ხაზს უსვამს ხორცის გემოს, ხოლო მცენარეული ზეთი ხელს შეუწყობს მის წვნიანობის შენარჩუნებას.

READ  სახლში მომზადებული აჯიკა, რომელსაც ხარშვა არ სჭირდება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ