ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized“ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს… ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ...

“ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს… ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

“ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს… ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან | შენი სუფრა

ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?

– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…

– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…

 

– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

“ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს… ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან | შენი სუფრა

რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?

– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

“ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს… ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ინტერვიუ ჟურნალისტ ანა შანიძესთან | შენი სუფრა

ავტორი: თათია გოჩაძე

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  გიორგი ფხაკაძე პაატა იმნაძეს – „თუ დაიწყე ერთი ვაქცინით, სჯობს…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები