არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიერ ცხიმის წვას აძლიერებს და გახდომის პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.
პროდუქტები რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ შენდეგია: ანანასი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, – ანანასის გული. ანანასი საუკეთესო პარტნიორად ითვლება რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლების საქმეში. მაგრამ ბრომელაინი, რომელსაც “ცხიმების მჭამელი ენზიმის” სახელითაც მოიხსენებენ, გემრიელი ნაყოფში კი არა, მის გულშია თავმოყრილი, რომელსაც მირთმების დროს ვაჭრით, რადგან მაგარი და მომწაროა. ბრომელაინი შლის ცელულიტის ქსოვილებს და ზედმეტ ცხიმს გამოდევნის, რაც ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.
დარიჩინი დიეტური თვალსაზრისით არც ისე ცნობილია, არა და ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, შესაბამისად ეს შაქარი აღარ ჩაილექება ორგანიზმში ცხიმის სახით. თანაც, დარიჩინით ადვილად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ შაქარი ჩაიში, ყავასა და იოგურტში/მაწონში, რაც კიდევ უფრო ამცირებს შაქრის მოხმარებას.
რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ამ სიაში ბადრიჯანიც მოხვდა. ის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ორგანიზმს ცხიმის გადამუშავებას უადვილებს. როდესაც ბადრიჯნის გასახდომ თვისებებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია არც ნიგვზიან ბადრიჯანს ვგულისხმობთ და არც ტაფაზე ბლომად ზეთში შემწვარს. თუ გვსურს რომ მისი სიკეთით ბოლომდე ვისარგებლოთ, ბადრიჯანი უცხიმოდ უნდა მოვამზადოთ გრილზე ან ღუმელში, შემდეგ მცირეოდენი ზეითუნის ზეთით შევაზავოთ, სხვადასხვა მწვანილეულთან ერთად.
მწვანე ბოსტნეული, ტკბილი წიწაკა, ნიახურის ღერო, ბროკოლი, სალათი, კომბოსტო ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ცხიმების წვასაც უწყობს ხელს. მათი მიღება აუცილებელია, რათა ორგანიზმს ვიტამინები მივაწოდოთ, მავნე ნივთიერებები გამოვდევნოთ და ფორმაც შევინარჩუნოთ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები