პიცა -სოკოთი და ლორით

0
87
#post_seo_title

პიცა ყველასთვის საყვარელი საჭმელია. კლასიკური პიცის გარდა შეგვიძლია მისი სხვა ვერსიაც შემოგთავაზოთ. ეს სახლური და ნოყიერი სუპერპიცაა, რომლის ერთი ნაჭერიც კი დაგანაყრებთ და გასიამოვნებთ.

პიცა შენი რეცეპტით ღვეზელს უფრო ჰგავს – მაღალია და მრავალშრიანი. სწორედ ამაშია მისი ხიბლი: რაც მეტი შიგთავსია, მით მეტ საყვარელ გემოს შეხვდებით. დავიწყოთ?

ინგრედიენტები

  • 350 გ ფქვილი
  • 10 გ საფუარი
  • 1 ჩ. კ. მარილი
  • 150 მლ წყალი
  • 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი
  • 200 გ ქამა სოკი
  • 150 გ ლორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 6 ს. კ. კეტჩუპი

მომზადება

1. მოამზადეთ ცომი: ღრმა თასში ჩაცერით ფქვილი, დაამატეთ საფუარი, მარილი, თბილი წყალი და ზეითუნის ზეთი. მოზილეთ ცომი. თასს დააფარეთ ჩაის ტილო და დადგით სითბოში 45 წუთით.

პიცა -სოკოთი და ლორით | შენი სუფრა

2. ხახვი, ლორი და სოკო დაჭერით პატარა კუბებად. შებრაწეთ ტაფაზე ცოტა ზეთის დახმარებით.

პიცა -სოკოთი და ლორით | შენი სუფრა

3. ამოსული ცომი გადაზილეთ და გააბრტყელეთ მოგრძო ოთხკუთხედის სახით. ცომს წაუსვით კეტჩუპი. ზემოდან დაალაგეთ ყველის ნაჭრები და მოშუშული მასა.

პიცა -სოკოთი და ლორით | შენი სუფრა

4. ოთხკუთხედი გადაახვიეთ რულეტის სახით და დაჭერით 10 სმ სიგანის ნაჭრებად. ისინი დაალაგეთ მრგვალ საცხობ ფორმაზე გადანაჭერით ქვემოთ.

პიცა -სოკოთი და ლორით | შენი სუფრა

5. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთით.

პიცა -სოკოთი და ლორით | შენი სუფრა

შედეგი შესანიშნავი იქნება. ეს პიცა-ღვეზელი ჯდება საკმაოდ იაფი და მოსამზადებლადაც მარტივია. სინჯეთ და ისიამოვნეთ!

მასალის გამოყენების პირობები
READ  ხაჭოს ძალიან ნაზი და ფაფუკი ბატონები აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი გემოთი და არომატით.