ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedპაელა - განსხვავებული და მარტივად მოსამზადებელი კერძი

პაელა – განსხვავებული და მარტივად მოსამზადებელი კერძი

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი
  • კრევეტები – 200 გრამი
  • მოლუსკი კალმარი – (კარგად გარეცხილი, გამშრალი და დაჭრილი) – 200 გრამი
  • 1 ცალი კარგად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი
  • 300 გრამი ცეცხლზე მოხალული პომიდორი
  • 3 კბილი ნიორი – დაჭრილი
  • ბრინჯი – 300 გრამი
  • 3 კოვზი ბულიონი (უმჯობესია ზღვის პროდუქტების)
  • ლიმონი და ოხრახუში გარნირისთვის

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ. დაამატეთ კრევეტები და კალმარი, მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კოვზით გადაიტანეთ საშუალო ზომის ქვაბში.

ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით, დაამატეთ ხახვი და პომიდორი. გააჩერეთ 8 წუთით და ხშირად მოურიეთ. დაამატეთ ნიორი და ურიეთ კიდევ 4 წუთის მანძილზე.

ნაბიჯი 2

ღრმა ტაფაზე გადაიტანეთ ბულიონი, ჩაამატეთ ბრინჯი და საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ. 15 წუთის მანძილზე ხარშეთ. არ მოურიოთ. მოათავსეთ კრევეტები და კალმარი ბრინჯზე. ტაფა ფოლგით დაფარეთ და კიდევ 10-16 წუთის მანძილზე დატოვეთ ცეცხლზე. სანამ ბრინჯი სრულყოფილად არ დარბილდება. გაზქურიდან გადმოღების შემდეგ კერძი 10 წუთით დატოვეთ ტაფაზე, შემდეგ გადმოიღეთ. მორთეთ ოხრახუშითა და ლიმნით.

გემრიელად მიირთვით!

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ყველაფერშიკებმა“ გაანადგურეს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფერო – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები