როგორ მოვამზადოთ ორაგული ღუმელში – უგემრიელესი რეცეპტი
ორაგული ღუმელში – გთავაზობთ განსაკუთრებულ რეცეპტს:
ინგრედიენტები: ორაგული – 700 ან 800 გ (თავისი კანით), დანაყილი ნიორი – 2 კბილი, ზეთი – 1 სკ. ბრინჯის ძმარი – 0.3 ჭიქა (ან ვაშლის ძმარი). პილპილის მარცვლების მიქსი – 2 ჩკ. სოიოს სოუსი. მარილი, მწვანე ხახვი, სეზამის მარცვლები.
მომზადების წესი
თევზის ფილე 4 ნაწილად დავჭრათ. ძმარი, ზეთი, მარილი, ნიორი და პილპილის მარცვლები ერთად ავურიოთ, წავუსვათ თევზის ნაჭრებს და ასე ამასობაში გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. თევზი დავდოთ თუნუქის ფურცელზე კანით ქვემოთ და შევდგათ ღუმელში 7-10 წუთის განმავლობაში. მზა კერძს მოვაყაროთ მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები. ძალიან უხდება სოიის სოუსი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi