გასულ წელს 3000 ტონა ნუშის მოსავალი მივიღეთ“ – როგორია ფასები
ნუშის ფასი ხარისხის მიხედვით 1კილოგრამი 16-20 ლარის ფარგლებში მერყეობდა, გასულ წელს. ბოლო პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ფასები შემცირდა და საერთაშორისო ფასებს დაუახლოვდა, რამაც მოხმარების ზრდა განაპირობა.
2025 წელს, მთავარი გამოწვევა ხარჯების მინიმიზაცია და მოსავლის აღების პროცესში ნუშის ხარისხის შენარჩუნება იქნება.
აგრეთვე გამოწვევა იქნება ერთ ჰექტარზე საკმარისი რაოდენობის მოსავლის მიღება (საუბარია 1 ჰა-ზე მინიმუმ 2000 კგ ნუშის გულზე)
2024 წელს ნაჭუჭიანი ნუშის იმპორტი 49%-ით, ხოლო ნუშის გულის – 25%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს იმპორტირებულია 427 ტონა ნაჭუჭიანი ნუში (435 ათასი დოლარის), ხოლო 2024 წელს 282 ათასი დოლარის 218 ტონა. რაც შეეხება ნუშის გულს, 2023 წელს 4.88 მილიონი დოლარის ღირებულების 1372 ტონა შემოვიდა იმპორტზე, მომდევნო წელს კი 4.37 მილიონი დოლარის 1 018 ტონა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები