ნიგვზიანი ბადრიჯანი

0
330
#post_seo_title

ნიგვზიანი ბადრიჯანი,

ნიგვზიანი ბადრიჯნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გრამი ნიგოზი

2 თავი ხახვი

3-4 კბილი ნიორი

დახლოებით თითო ჩ.კ ხმელი ქინძი უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი,

მწარე დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ძმარი გემოვნებით

რამდენიმე ღერი ნიახური

1 კონა ცოცხალი ქინძი

1 ცალი ბროწეული

1 კგ ბადრიჯანი და 1 თავი კომბოსტო

მომზადება

ბადრიჯანი დავჭრათ თხლად სიგრძეზე და მარილმოყრილი შევწვათ ზეთში.
კომბოსტო მოვწალოთ ადუღებულ მარილწყალში.

ნიგოზი გავატაროთ, დავამატოთ სუნელები, მარილი, ძმარი და ცალკე წვრილად დაჭრილი და მოშუშული ხახვი, დანაყული ნიორი და დაჭრილი მწვანილი, გავათხელოთ მდუღარე წყლით. უნდა იყოს სქელი მასა.

ბადრიჯანს წავუსვათ ნიგვზის მასა და სასურველ ფორმებად გადავახვიოთ. მოვაყაროთ ბროწეული.

კომბოსტოს ფოთლებს ავაჭრათ სქელი ადგილები და თითოეულ ფოთოლს წავუსვათ ნიგოზი , მოვაყაროთ ბროწეული და დავადოთ ერთმანეთს ასე წასმული ფოთლები 5 ცალი, შუაში დავადოთ მოხარშული სტაფილო სიგრძეზე გაჭრილი და გადავახვიოთ რულეტივით. გავაციოთ მაცივარში ერთი საათი მაინც და დავჭრათ ბასრი დანით.

გემრიელად მიირთვით ცხელ მჭადთან ერთად.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ასეთ რეცეპტს ვერსად ვერ იპოვით. ღვეზელები საოცარი გამოდის. და რაც მთავარია – სწრაფად!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ