ყავასთან და ჩაისთან მისართმევი სახლში გამომცხვარი ნამცხვარი

0
97
#post_seo_title

ჩაისთან გემრიელი ნამცხვარი სამუშაო დღის ბოლოს, ერთი სიამოვნებაა.მით უმეტეს თუ ეს ნამცხვარი სახლში მომზადებული და უვნებელია.

ნამცხვარი მარტივად მოსამზადებელი, რომელსაც ბევრი დრო არ სჭირდება.  ერთ-ერთი ასეთი არის ჯემიანი მილაკები. ისინი სწრაფად ცხვება და ბევრი გამოდის.

ყავასთან და ჩაისთან მისართმევი სახლში გამომცხვარი ნამცხვარი | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • 125 გ კარაქი
  • 125 გ არაჟანი
  • ასი გ ჯემი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • 250 გ ფქვილი
  • ათი გ ვანილის შაქარი
  • ფორთოხლის ცედრა გემოვნებით
  • შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადება

1. რბილი კარაქი ათქვიფე შაქართან ერთად. თან დაამატე ვანილის შაქარი, ფორთოხლის ცედრა და არაჟანი. შემდეგ კი გაცრილი ფქვილი. მოზილე ცომი და გაყავი ორ ნაწილად. შეფუთე თითოეული საკვებ პარკში და შედგი მაცივარში ნახევარი საათით.

ყავასთან და ჩაისთან მისართმევი სახლში გამომცხვარი ნამცხვარი | შენი სუფრა

2. ცომის ორივე ნაწილი გააბრტყელე სწორკუთხა ფირფიტების სახით და დაჭერი 6-8 სმ სიგანის ზოლებად. მათზე მოათავსე შიგთავსი. გადაახვიე რულეტივით და დაჭერი.

ყავასთან და ჩაისთან მისართმევი სახლში გამომცხვარი ნამცხვარი | შენი სუფრა

3. ნამცხვარი დაალაგე პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე და შედგი ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით. ზემოდან მოაყარე შაქრის პუდრა.

ყავასთან და ჩაისთან მისართმევი სახლში გამომცხვარი ნამცხვარი | შენი სუფრა

ჯემიანი ნამცხვარი გამოდის ძალიან გემრიელი და უცებ ქრება სუფრიდან.

მოამზადე სიამოვნებით და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც.

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  რამოდენიმე გემრიელი დესერტი ერთ დესერტში. ტორტი გამომცხვარი ბეზეთი