ნამცხვარი ”ტრუბოჩკა”

0
512
#post_seo_title

კრემიანი მილები

 

1 ჭ. ძალიან ცივი წყალი

1 კვერცხი

1 ს.კ. ძმარი

1 ს.კ. არაყი

1 ს.კ. ზეთი

3 ჭ. ფქვილი

500 გრ მარგარინი

წყალში გავხსნათ ძმარი, არაყი და ზეთი, გავთქვიფოთ კვერცხი, შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
გავარტყელოთ და ფართოპირიანი დანით წავუსვათ დარბილებული მარგარინის 1/3 ნაწილი. შევახვიოთ კონვერტივით და ისევ გავაბრტყელოთ. გადავუსვათ მეორე ნაწილი მარგარინი და კიდევ გადავკეცოთ კონვერტივით. მესამედ გავაბრტყელოთ, გადავუსვათ დარჩენილი მარგარინი, გადავკეცოთ და შევდოთ 1 საათით მაცივარში.
ამის შემდეგ, გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ 2-3 სმ სიგანის ზოლებად. დავახვიოთ ზოლები ფორმაზე, როგორც ჩვენ ფოტოზეა ნაჩვენები და გამოვაცხოთ 190-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

ამ ულუფიდან გამოდის 40 საშუალო ზომის ხვეულა.
გამომცხვარი მილები ამოვავსოთ კრემით, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  კატლეტი ყველით, მოხარშული კვერცხით და პომიდორით – სწრაფი კვების ნოყიერი და გემრიელი კერძის ექსკლუზიური რეცეპტი!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ