ნამცხვარი “პელე”.

0
95
#post_seo_title

ინგრედიენტები:

3 კვერცხი
ჭიქა ნახევარი შაქარი
2 ს/კ გამდნარი კარაქი ( ზეთიც შეიძლება)
2 ს/კ  კაკაო
3 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა რძე
ვანილი, სოდა ძმრით

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაამატეთ გამდნარი კარაქი, ნელთბილი რძე, კაკაო, სოდა-ძმრით და ფქვილი.

გამოდის დასასხმელი მასა, ნახევარი საათი დაასვენეთ მაცივარში გამოცხობამდე და შემდეგ გამოაცხვეთ 2 ფენად.

გვერდები ჩამოაჭერით და ნამცხვარს ზემოდან მოაფხვენით.

კრემი:

1 ლიტრა რძეზე 8 ს/კ ფქვილი და მოადუღეთ ფაფა უშაქროდ, ფაფა რომ გაცივდება,300გრ კარგად ამოყვანილ შერბილებულ კარაქთან ერთად ათქვიფეთ და ნელნელა ამატეთ ჭიქა ნახევარი შაქარი, 1 ს/კ კაკაო, ვანილი 1 ვალი და ცოტა კონიაკი ან ლიქიორი.

READ  აი ასეთი უნდა იყოს სიამოვნება. ეს ის მომენტია, როცა ორი საყვარელი ინგრედიენტი ერთად გვხვდება კერძში.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ