ნამდვილი ხსნაა ცხელ დღეებში! უფრო მეტიც: აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას!

0
79
#post_seo_title

 კვასის რეცეპტი ვარდკაჭაჭათი და საფუარით

ძნელი წარმოსადგენია ზაფხული კვასის გარეშე. წლის ამ დროს, ამ გამაგრილებელი სასმელის კასრები, როგორც წესი, ყველგან შეგიძლიათ იპოვოთ. თუმცა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მის ხარისხში დარწმუნდეთ. ამიტომაც  გეტყვით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ხელნაკეთი კვასი, რომელიც გემოვნებით არანაირად არ ჩამოუვარდება შეძენილს.

როგორ მოვამზადოთ სახლში კვასი

ამ კვასის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მომზადებას მინიმალური ინგრედიენტები და დრო სჭირდება. გარდა ამისა, მასში შემავალი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით აძლიერებთ იმუნურ სისტემას და აუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას.

ინგრედიენტები

5 ლიტრი წყალი

2 ს.კ. ვარდკაჭაჭა (დანამატების გარეშე)

1 ჩ.კ ლიმონმჟავა

650 გრ შაქარი

6 გ საფუარი

მომზადება

ცივ წყალში შეურიეთ ვარდკაჭაჭა, ლიმონმჟავა და შაქარი. ყველაფერი კარგად აურიეთ სანამ ინგრედიენტები არ გაიხსნება.

ნამდვილი ხსნაა ცხელ დღეებში! უფრო მეტიც: აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას! | შენი სუფრა

მიღებულ ხსნარს ვდგამთ ცეცლზე. ადუღების შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურამდე.

ნამდვილი ხსნაა ცხელ დღეებში! უფრო მეტიც: აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას! | შენი სუფრა

შემდეგ სითხეში ჩაასხით ნახევარი 11 გრამიანი შეკვრა საფუარი. ჩვენ ყველაფერს ვტოვებთ 3-4 საათის განმავლობაში, სანამ ქაფი არ გამოჩნდება.

ნამდვილი ხსნაა ცხელ დღეებში! უფრო მეტიც: აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას! | შენი სუფრა

ქაფის გაჩენის შემდეგ სასმელს ვაგემოვნებთ. ამ ეტაპზე ის უკვე კვასის მსგავსი უნდა იყოს, მაგრამ ჯერ უნდა გაცივდეს.  ჩაასხით კონტეინერში და შედგით მაცივარში. მზადაა!

ნამდვილი ხსნაა ცხელ დღეებში! უფრო მეტიც: აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას! | შენი სუფრა

როგორც ხედავთ, თქვენი საყვარელი სასმელის სახლში მომზადება მარტივია. ახლა ცხელ დღეებში გემრიელად იქნება შესაძლებელი წყურვილის მოკვლა.

READ  მსუბუქი სალათი ხორცის გარეშე

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ