შაბათი, ივლისი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიროგორ მოვამზადოთ მწვანე პომიდორი კორეულად

როგორ მოვამზადოთ მწვანე პომიდორი კორეულად

მოამზადეთ მწვანე პომიდორი კორეულად

კორეულად მომზადებული მწვანე პომიდორი არის მარტივი საჭმელი, რომელიც მზადდება ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ნივრის და წითელი დაფქული წიწაკის დახმარებით უფრო ცხარე გახადოთ.

შემადგენლობა: მწვანე პომიდორი – 300 გ. მარილი – 1/3 ჩ.კ. შაქარი – 1/2 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი – 3 მწიკვიდაფქული ქინძი – 3 მწიკვი, ვაშლის ძმარი – 1 ს.კ. მცენარეული ზეთი – 2 ს.კ. ნიორი – 2-3 კბილი

პომიდორი შესაძლებელია ნებისმიერი ზომის გამოიყენოთ. თუ იყენებთ ჩერი პომიდორს, უბრალოდ გაჭერით ისინი შუაზე. უფრო დიდი პომიდორი დაჭერით ოთხად, ან კუბებად. მოათავსეთ კონტეინერში ან თასში. დაამატეთ მარილი, შაქარი, სანელებლები. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ წითელი დაფქული წიწაკა ან პაპრიკა. დაუმატეთ ძმარი, მცენარეული ზეთი და დაქუცმაცებული ნიორი. ყველაფერი ნაზად აურიეთ, დააფარეთ კონტეინერი სახურავით და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. მეორე დღეს საჭმელი კიდევ უფრო გაჟღენთილია არომატებით და უფრო გემრიელი გახდება. შეიძლება მიირთვათ მწვანილთან ერთადაც.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

https://www.bbc.co.uk/food/recipes

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ხაჭოს ქადები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

hyazenkaruuk