შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიყველაზე გაძვირებული პროდუქტი- მწვანე ლობიო

ყველაზე გაძვირებული პროდუქტი- მწვანე ლობიო

წელს ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებული პროდუქტი – მწვანე ლობიოა.

სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში პროდუქტი 44,3%-ით გაძვირდა.

მონაცემების მიხედვით, წელს 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ან გაცივებული ლობიოს იმპორტი მცირედით გაზრდილია. საქსტატის მიხედვით, იანვარ-ივნისში (ივლისი ჯერ გამოქვეყნებული არ არის), 674 ტონა (382.5 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 639 ტონა (135.91 ათასი აშშ დოლარი).

სტატისტიკის თანახმად, გამოდის, წელს მწვანე ლობიოს საიმპორტო ფასი, საშუალოდ, 57 ცენტი იყო, შარშან იგივე საანგარიშო პერიოდში – 21 ცენტი.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს (იანვარ-ივნისში) ახალი ან გაცივებული მწვანე ლობიო შემოვიდა, მთავარი იმპორტიორი თურქეთია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 99,6% მოდის. უფრო კონკრეტულად, 672 ტონა (378.9 ათასი აშშ დოლარი).

დანარჩენი მცირე რაოდენობები კი შემდეგ ქვეყნებზე ნაწილდება: აზერბაიჯანი, ტაილანდი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მოამზადეთ გაზაფხულის მარტივი და ჯანსაღი ხილის სალათი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები