მშრალი ნამცხვარი პიტნით

0
21
#post_seo_title

ზაფხულის ცხელ დღეებში ყველა ცდილობს, ნაკლებად გამოიყენოს ღუმელი და მოამზადოს ცივი დესერტები. თუმცა, არსებობს ისეთი ნამცხვარი, რომლის მოსამზადებლად ძალ-ღონის დაშურება არ ღირს და სიცხესაც იოლად აიტან. ეს არის პიტნიანი ორცხობილა, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, თავისი ფერით თვალსაც მოგჭრის. ამ შესანიშნავი ნამცხვრის მოსამზადებლად გამოიყენე მხოლოდ ცოცხალი პიტნა.

ინგრედიენტები

  • ასი გ კარაქი
  • 170 გ შაქარი
  • 30 გ პიტნა
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 3 ს. კ. შაქრის პუდრა
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი ლიმონი
  • 300 გ ფქვილი
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა

მომზადება

  1. აიღე გარეცხილი და შემშრალი პიტნის ფოთლები. მოათავსე ბლენდერის ჭურჭელში, დაამატე ასი გ შაქარი და აქციე პიურედ.

მშრალი ნამცხვარი პიტნით

  1. პიტნა გადაიტანე ჯამში, დაამატე ლიმონს ცედრა, სოდა გახსნილი ლიმონის წვენში, მარილი, დარბილებული კარაქი და კვერცხი. კარგად აურიე.

მშრალი ნამცხვარი პიტნით

  1. ჩაამატე ფქვილი და მოზილე რბილი ცომი. შემოახვიე საკვები პარკი და შედგი საყინულეში 40 წუთით.

მშრალი ნამცხვარი პიტნით

  1. ცომი გადაახვიე ძეხვისებურად და დაჭერი პატარა ნაჭრებად. შემდეგ თითოეული მათგანი მოამრგვალე.
  2. ბურთულები ამოავლე ჯერ შაქარში, შემდეგ კი შაქრის პუდრაში. დააწყე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე და გამოაცხე 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

მშრალი ნამცხვარი პიტნით

ძალიან არომატული და ლამაზი ნამცხვარი მზად არის! მიიტანე ჩაის სუფრასთან და ასიამოვნე ოჯახის წევრები თუ სტუმრები.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს შესანისნავი რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები