მურაბა, რომელიც ზამთარში უნდა მოიხარშოს!

0
110
#post_seo_title

ფორთოხლის მურაბა

4 ცალი ფორთოხალი ( საშუალოზე დიდი ზომის ) სქელ კანიანი, გავრეცხოთ, გავამშრალოთ კარგად და შემოვაცალოთ გარედან ცედრა წვრილი სახეხის გამოყენებით, შემდეგ გავაცალკევოთ ნაყოფისაგან კანი, ნახევარმთვარის ფორმით, შემდეგ დავახვიოთ რულეტივით და სათითაოთ შევკრათ ხის ჩხირით.
ჩავალაგოთ შესაბამისი ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და ვადუღოთ დაახლოებით 10-15 წუთი.
შემდეგ გადავწუროთ და დავაცადოთ კარგად დაიწუროს.
ცალკე ქვაბში ჭიქა ნახევარ წყალში ჩავყაროთ 500 გრ შაქარი და როდესაც ადუღდება ჩავამატოთ კარგად დაწურული ფორთოხალი, ( ჩხირებს არ ვხსნით ).
ჩავაწუროთ ნახევარი ლიმონის წვენი და ვადუღოთ სანამ არ მივიღებთ სასურველი სისქის სიროფს
ქილაში მოთავსებისას ფრთხილად მოვაცალოთ ჩხირები.
შეგიძლიათ აგრეთვე აასხათ ძაფზე ჩხირების ნაცვალად და ისე მოამზადოთ
ცედრა კი მოათავსეთ საყინულეში და ნამცხვარში და კექსებში გამოიყენეთ.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  იცნობთ ამ მცენარეს? აი, როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი კერძები მისგან.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ