მსუბუქი კერძი მათთვის ვინც ფიგურაზე ზრუნავს: ბადრიჯანი პიკანტურ სოუსში.

0
136
#post_seo_title

ინგრედიენტები

1 დიდი ბადრიჯანი

1 სტაფილო

1 ტკბილი წითელი წიწაკა

ზეითუნის ზეთი

სახამებელი

4 ს.კ. სოიოს სოუსი,

3 ს.კ. ვაშლის ძმარი

1 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი,

2 ს.კ. თხევადი თაფლი

ნახევარი ჭიქა წყალი

1 – 2 კბილი ნიორი.

მომზადება

ბადრიჯანი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, 10 წუთის შემდეგ ამოვავლოთ სახამებელში და შევწვათ ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან.

გადმოვიღოთ შემწვარი ბადრიჯანი ქაღალდის ხელსახოცზე .

იმავე ზეთში, შევწვათ წიწაკა მოკლედ დაჭრილი, ნაჭრებად და გახეხილი სტაფილო,

ავურიოთ სოიოს სოუსი, თაფლი, ძმარი და ჯანჯაფილი, დავამატოთ წყალი და გავაცხელოთ.

ამ სოუსს დაამატეთ ბადრიჯანი, წიწაკა და სტაფილო.
აურიეთ და დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ ერთი წუთის შემდეგ.

 

გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სხვებსაც.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ეს რეცეპტი ბევრად უფრო მომწონს! ვფიქრობ, საიდუმლო არსებული ინგრედიენტების წარმატებულ კომბინაციაშია!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ