მსუბუქად დამარილებული პომიდორი.

0
32
#post_seo_title

 

 

მსუბუქად დამარილებული პომიდორი.

 

ინგრედიენტების საჭირო რაოდენობა:

პომიდორი – 1 კგ.

ნიორი – 1 თავი.

კამა და ოხრახუში – თითო თითო ღერი.

წყალი – 1 ლიტრი.

მარილი – 2 ს/კ.

შაქარი – 1 ს/კ.

 

 

მსუბუქად დამარილებული პომიდორი.

 

მომზადების მეთოდი

იმისათვის, რომ ჩვენი პომიდორი ძალიან გემრიელი იყოს, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე ძირითადი წესი.

პირველი: პომიდორი არ უნდა იყოს დიდი და ზედმეტად გადამწიფებული, დიამეტრით არაუმეტეს 6 სანტიმეტრი.

მეორე: რამოდენიმე ნაჩხვლეტი კეთდება ღეროების მახლობლად თითოეულ პომიდორზე ნემსით ან კბილის ჩხირის საშუალებით.

 

 

მსუბუქად დამარილებული პომიდორი.

პომიდორი უნდა გაირეცხოს, ჩალაგდეს ქილებში. მარილი და შაქარი გახსენით გრილ წყალში და ისე დაასხით ქილებში ჩაწყობილ პომიდორს.

 

 

მსუბუქად დამარილებული პომიდორი.

ნივრის კბილი გაყავით ორად და ზემოდან დააყარეთ, ასევე დაჭერით მწვანილი და ისიც დაადეთ.

მსუბუქად დამარილებული პომიდორი.

 

მსუბუქად დამარილებული პომიდორი.

 

თითოეულ ქილას დააფარეთ თეფში და დატოვეთ 24 საათის განმავლობაში. გასინჯეთ, თუ გემო ნორმალური აქვს, შეგიძლიათ მიირთვათ, თუ მარილი არ აქვს მიღებული, კიდევ ერთ დღეს დატოვეთ. თუ ზამთრისთვის შენახვას გადაწყვეტთ, მოხუფეთ და შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

 

მარილიანი პომიდორი ნივრით შესანიშნავი საჭმელი იქნება როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. მსუბუქად დამარილებული პომიდვრის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება, მზადდება არა უმეტეს 20-30 წუთის განმავლობაში. მარილის აღების ხანგრძლივობაა 24-48 საათი. მესამე დღეს მათი უსაფრთხო მოხმარება შეიძლება.

 

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ