ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ჯანსაღი საგაზაფხულო კერძი - ღორის ხორცისა და კიტრის სალათი

მოამზადეთ ჯანსაღი საგაზაფხულო კერძი – ღორის ხორცისა და კიტრის სალათი

ინგრედიენტები:

  • თეთრი ბრინჯი – 1 ჭიქა
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 400 გრამი გატარებული ღორის ხორცი
  • 2 კბილი კარგად დაჭრილი ნიორი
  • 1 პატარა წითელი წიწაკა, კარგად დაჭრილი
  • 2 სუფრის კოვზი და ცალკე ½ სუფრის კოვზი გახეხილი ახალი ჯანჯაფილი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 4 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 1 ცალი თხლად დაჭრილი კიტრი
  • 1 კონა ახალი ქინძი
  • ½ კონა ახალი პიტნა

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

ღრმა ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და მოათავსეთ გატარებული ღორის ხორცი. 7 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. მოაყარეთ ნიორი, წითელი წიწაკა და 2 სუფრის კოვზი ახალი ჯანჯაფილი.

ნაბიჯი 2

გადმოდგით ტაფა გაზქურიდან და მიღებულ მასას მოასხით 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი და 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი.

ნაბიჯი 3

ერთმანეთში აურიეთ 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი, 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი ½ სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, დაამატეთ კიტრი, მოაყარეთ ქინძი და პიტნა. მაგიდასთან მიიტანეთ ცალკე მომზადებულ ბრინჯთან და ღორის ხორცთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ევროკავშირის ქვეყნებში კოვიდ პასპორტების მოქმედება 1 წლით გაგრძელდა...“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები