შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიმოამზადეთ უგემრიელესი ნიგვზიანი ბადრიჯანი

მოამზადეთ უგემრიელესი ნიგვზიანი ბადრიჯანი

ნიგვზიანი ბადრიჯანი ყველასთვის საყვარელი კერძია, რომელიც ხშირად ამშვენებს ქართულ სუფრას.

ინგრედიენტები:

  • 500   გრამი ბადრიჯანი
  • 250   გრამი ნიგოზი
  • 3   კბილი ნიორი
  • 1   ჩ/კ უცხო სუნელი
  • 1   ჩ/კ ხმელი ქინძი
  • 1   ჩ/კ წითელი წიწაკა
  • 1   ჩ/კ ყვითელი ყვავილი
  • 3   ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 4   ს/კ წყალი
  • 100   მლ/ლ ზეთი შესაწვავად
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი და ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ. მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, ეს ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ.

ნაბიჯი 2

გარეცხილი ბადრიჯანი სიგრძეზე დაჭერით, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. ტაფაზე ზეთი დაასხით და ბადრიჯანი საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით.

ნაბიჯი 3

შემწვარი ბადრიჯანი სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. ბადრიჯნებს დარჩენილი ნიგვზის მასა ზემოდან გადაუსვით.

ნაბიჯი 4

დაალაგეთ თეფშზე და, სურვილისამებრ, გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.

გემრიელად მიირთვით.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მადისამღძვრელი შტრუდელის რეცეფტი ფილმიდან უსახელო ნაბიჭვრები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები