სამშაბათი, მაისი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმოამზადეთ სალათი რუკოლათი და ხორცით

მოამზადეთ სალათი რუკოლათი და ხორცით

თბილი სალათი რუკოლათი და ხორცით გემრიელი ვახშმისთვის კარგი იდეაა. რუკოლა შეგიძლიათ შეცვალოთ სალათის ფოთლებით, ხოლო ჩერი პომიდორი – ჩვეულებრივით. სასურველია, საქონლის ხორცი დიდხანს არ შეწვათ, რომ არ გამაგრდეს. ამ ინგრედიენტებით 2 ულუფა მომზადდება.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი  100გრ;
  • რუკოლა  50გრ;
  • ჩერი პომიდორი 70გრ;
  • ზეთი 1ს/კ;
  • სოიოს სოუსი 1ს/კ;
  • ნიორი 1კბილი.
  • სეზამის მარცვლები  1ჩ/კ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით
  • კრემ-ბალზამიკო  გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

გავრეცხოთ რუკოლა, დავფერთხოთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავაწყოთ. გარეცხილი ჩერი შევამშრალოთ. გახურებულ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, დავაწყოთ გარეცხილი, მოგრძოდ დაჭრილი საქონლის ხორცი. შევწვათ 1 წთ, დავაყაროთ მარილი, პილპილი,  დანაყული ნიორი, დავასხათ სოიოს სოუსი და 1-2 წთ შევწვათ ხორცი. გადმოვდგათ ტაფა. განიერ სასალათეში დავაწყოთ რუკოლა, დავამატოთ ოთხად დაჭრილი ჩერი პომიდვრები, ზემოდან დავაწყოთ შემწვარი ხორცი და მოვასხათ ტაფაში დარჩენილი სოუსი. ბოლოს, მოვაყაროთ სეზამი, მოვასხათ კრემ-ბალზამიკო და გავიტანოთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  დამჟავებული ბოსტნეული რა ვიტამინებს ინახავს და რამდენი ხანია რეკომენდებული მისი შენახვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE