მოამზადეთ სოკოსგან უგემრიელესი კერძი

0
100
#post_seo_title

ქამა სოკო ერთ-ერთი ყველაზე გემრიელია სოკოს სახეობებს შორის. მისგან უამრავი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ და შესაბამისად რეცეპტიც იმდენია, რომ არჩევა ჭირს. 

მოამზადეთ სოკო განსხვავებული რეცეპტით – ქამა სოკოს მომზადების გერმანულ მეთოდი. სცადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 600 გ ქამა სოკო
  • ასი გ კარაქი
  • ორი ს. კ. იტალიური ბალახი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • 180 გ არაჟანი
  • 3 კბილი ნიორი
  • ასი გ ხახვი
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • ერთი ჩ. კ. შავი პილპილი
  • ორი ს. კ. მაიონეზი

მომზადება

  1. ქამა სოკო გარეცხე და შეაშრე. მოაცალე ფეხები. შეწვი ათი წუთის მანძილზე ზეთიან ტაფაში.

მოამზადეთ სოკოსგან უგემრიელესი კერძი | შენი სუფრა

  1. შემდეგ ჩაამატე წვრილად დაჭრილი ხახვი, პაპრიკა, ერთი ს. კ. იტალიური ბალახი. ნახევარი ჩ. კ. მარილი და დაფქული პილპილი. აურიე და შუშე კვლავ ათი წუთი დაბალ ცეცხლზე.

მოამზადეთ სოკოსგან უგემრიელესი კერძი | შენი სუფრა

  1. ამასობაში მოამზადე სოუსი. შეურიე ერთმანეთს არაჟანი, პრესში გატარებული ნიორი, ერთი ჩ. კ. იტალიური ბალახი, ნახევარი ჩ. კ. მარილი და მაიონეზი. კარგად აურიე.
  2. ტაფაში, სადაც ქამა სოკო მომზადდა, ჩაამატე კარაქი და 5 წუთი მოთუშე დაბალ ცეცხლზე. სუფრასთან მიიტანე ცხელი სახით.

მოამზადეთ სოკოსგან უგემრიელესი კერძი | შენი სუფრა

არომატული ქამა სოკო ნივრის სოუსით საოცრად გემრიელი გამოდის. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ასევე, მოგვიყევით კომენტარებში, თქვენ როგორ ამზადებთ ქამა სოკოს.

ეს უგემრიელესი რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ეს რეცეპტი შესანიშნავია მისი უნივერსალურობით. როგორი თევზიც არ უნდა აიღოთ, კერძი მაინც შედევრი აღმოჩნდება.