მის დანახვაზე ნუ გაგიკვირდებათ ახლობლების რეაქცია, “ჩიტის რძე” ნამდვილად იმსახურებს კომპლიმენტებს!

0
73
#post_seo_title

” ჩიტის რძე”

შემადგენლობა

ჟელატინი 24-30 გრ

რძე 300 მლ

შაქარი 625 გრ

არაჟანი 450 გრ

ნაღები 450 გრ

კაკაოს ფხვნილი 5 ს/კ.

წყალი 1 ჭიქა

მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ.

მომზადება

შეურიეთ ერთმანეთს 2 პაკეტი ჟელატინი და 1 ჭიქა რძე, დადგით საშუალო ცეცხლზე და კარგად გააცხელეთ, არ აადუღოთ. გადმოდგით და გააციეთ.

ათქვიფეთ მიქსერით 1 ჭიქა შაქარი, არაჟანი და ნაღები. ფრთხილად ჩაასხით რძიანი ჟელატინი. საშუალო სიჩქარეზე თქვიფეთ 2 წუთი.

ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ეს მასა, ზედაპირი თანაბრად გადაასწორეთ და შედგით მაცივარში გასაციებლად.

არ დაგავიწყდეთ სახურავის დაფარება.

აურიეთ ერთმანეთში დარჩენილი შაქარი, ჟელატინი, 100 გრამი რძე 1 ჭიქა წყალი და კაკაო, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ.

როცა კარგად ადუღდება, გადმოდგით და გააციეთ დაახლოებით ერთი საათი.

მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა და ნაღებიან მასას ფრთხილად დაასხით მინანქარი. ახლა 5 საათით შედგით მაცივარში გასაციებლად.

ეს დესერტი მოითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას, ვიდრე სხვა ტკბილეული, მაგრამ შედეგი სულ სხვაა. მის დანახვაზე ნუ გაგიკვირდებათ ახლობლების რეაქცია, “ჩიტის რძე” ნამდვილად იმსახურებს კომპლიმენტებს!

მასალის გამოყენების პირობები
READ  ჩემი საყვარელი ტორტი ბავშვობიდან არის “სამი ჭიქა “.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ