მინი- პიცის რეცეპტი

0
191
#post_seo_title

დილით ყველას გვეჩქარება, ამიტომ საუზმის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვრჩება. გასწავლით, როგორ მოამზადოთ არაუმეტეს 10 წუთში გემრიელი საუზმე – მინი პიცა. შეგიძლიათ გაიყოლოთ სამსახურში ან მიირთვათ გზაში.

ამ კერძს შეიძლება ეწოდოს იტალიური პიცის მინი ვერსია. მისი მომზადება სწრაფი და მარტივია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის პროდუქტები, რომლებიც სახლში გაქვთ, ეს იქნება პომიდორი, ყველი, მწვანილი, წიწაკა, ორაგული, ლორი, თუ ბროკოლი.

მინი – პიცის რეცეპტი

მინი- პიცის რეცეპტი | შენი სუფრა

ამ პროდუქტებით გამოდის ძალიან გემრიელი.

თქვენ დაგჭირდებათ:

150 გრ სოკო;

150 გრ ძეხვი;

50 გრ ნებისმიერი მყარი ყველი;

1 ქათმის კვერცხი;

2 კარტოფილი;

მწვანე ხახვი;

პური.

მომზადება:

წინასწარ მოხარშული კარტოფილი (შესაძლოა გუშინდელი სადილისგან დარჩენილი) გახეხეთ, გახეხეთ ყველიც. სოკო და ძეხვი დაჭერით კუბებად; დაჭერით ხახვიც. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი დიდ თასში.

მინი- პიცის რეცეპტი | შენი სუფრა

ათქვიფეთ კვერცხი, ამოავლეთ მასში პურის ნაჭრები, ზედ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული მასა გადაანაწილეთ. შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოასხათ ნებისმიერი პასტა ან არაჟანი. გემრიელად მიირთვით!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სადედოფლო დესერტი! სწორედ ეს არის ჩემი მშვენიერი განწყობის საიდუმლო!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ