სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირატომ უნდა მოვერიდოთ მზესუმზირის ზეთს

რატომ უნდა მოვერიდოთ მზესუმზირის ზეთს

რაში მდგომარეობს მზესუმზირის ზეთის და ზეითუნის ზეთის  განსხვავება და რატომ უნდა მოვერიდოთ მზესუმზირის ზეთს?

ყველა მცენარეული ზეთი შეიცავს ცხიმმჟავებს, მათი სარგებელი, როგორც საკვები პროდუქტის დამოკიდებულია ცხიმმჟავების თანაფარდობაზე.

ანსხვავებენ ცხიმმჟავებს ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9 კლასის უჯერი ცხიმმჟავები, და ასევე ნაჯერი ცხიმმჟავები, რომლებსაც შეიცავენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ასევე, ქოქოსის, პალმის და კაკაოს კარაქები.

მზესუმზირის ზეთი შეიცავს რეკორდულ 72% ომეგა-6 კლასის ცხიმმჟავებს, ზეითუნის ზეთი კი შეიცავს 12%.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ ომეგა 6 – ის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების შევიწროება, ბრონქების შემცირება და არტერიული წნევის ზრდა . ომეგა-6 ცხიმები მავნებელია კიბოს დაავადებისას, ასთმისას, იმუნური სისტემის დაქვეითებისას და ანთებითი პროცესების დროს, რადგან ჭარბი ოდენობის შემთხვევაში იწვევენ ანთების და სიმსივნის პროვოცირებას. ქალები ომეგა-6 მაღალი დონის შემცველობისას უჩივიან მენსტრუალურ ტკივილებს, პოლიპებს და ენდომეტრიოზს.

ომეგა-6 ფასდაუდებელი ეფექტი აქვს ართრიტის, დიაბეტის, გაფანტული სკლეროზის და კანის დაავადებებისას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ომეგა-6 სასწაულის მქონე თვისებები ვლინება მხოლოდ ომეგა-3 სწორად ორგანიზებულ თანაფარდოსთან ერთად.

რატომ უნდა მოვერიდოთ მზესუმზირის ზეთს | შენი სუფრა

დღევანდელ დღეს ძალიან ცოტა ადამიანი იკვებება რაციონალურად და სწორად. სწრაფი კვების ობიექტები ყოველ ნაბიჯზე, საკვები დანამატების სიჭარბე, კალორიული საკვები ხდის ომეგა-6 ცხიმებს უფრო ხელმისაწვდომს. დათვლილია, რომ სასარგებლო ცხიმმჟავების თანაფარდობა ჩვენს ორგანიზმში 20:1, ანუ ომეგა-6 ოდენობა 20ჯერ მეტად აღემატება ომეგა-3 ოდენობას.

ომეგა-3 შეუძლია აღმოფრხვას მავნე ცხიმმჟავების ყველა ნეგატიური შედეგი და გაანეიტრალოს მათი დაჟანგვის პროდუქტები ადამიანის ორგანიზმში.

ომეგა 3 – ის წყაროებია:

სელის ზეთში— 44%

ბამბის ზეთში — 44%

ზაფრანის ზეთში – 38 %

კედრის ზეთში – 28 %

უნდა ვიცოდეთ რომ მცენარეული ზეთები არ წარმოადგენენ ომეგა-3 სრულყოფილ წყაროს. მცენარეულ წყაროებში არის წარმოდგენილი მხოლოდ ლინოლენის მჟავა ALA, ომეგა-3 ჯგუფის ერთ ერთი შეუცვლელი მჟავა.

წყარო 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გიორგი ფხაკაძე სიახლეებით დაბრუნდა - “ალბათ კითხვები დაგებადათ, სად არის?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები