მზადდება ფქვილის გარეშე. არ მოითხოვს ძვირფას ინგრედიენტებს.

0
21
#post_seo_title

ტორტი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ, არის საოცრად ნაზი კონსისტენციის და უზომოდ გემრიელი. ყველაზე მთავარი კი, რითაც ის მოხიბლავს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევართ, არის ის, რომ დესერტი მზადდება ფქვილის გარეშე. ამასთან, არ მოითხოვს ძვირფას ინგრედიენტებს და ბევრ დროს.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • ორი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 300 გ არაჟანი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 3 ს. კ. სიმინდის სახამებელი
  • 3 ს. კ. შაქარი
  • ორი ს. კ. შაქრის პუდრა

მომზადება

  1. კვერცხის ცილა და გული გააცალკევე სუფთად ისე, რომ ერთმანეთს ცოტათიც არ შეერიოს, თორემ ცილა არ ამოვა.

მზადდება ფქვილის გარეშე. არ მოითხოვს ძვირფას ინგრედიენტებს.

2. კვერცხის გულს ჩაამატე გამაფხვიერებელი, სახამებელი, შაქარი და არაჟანი. ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მზადდება ფქვილის გარეშე. არ მოითხოვს ძვირფას ინგრედიენტებს.

3. ცილა ათქვიფე მარილთან ერთად მიქსერით მყარი ქაფის წარმოქმნამდე. გადაიტანე კვერცხის გულის მასასთან და ფრთხილად შეურიე მას ნიჩბით.

მზადდება ფქვილის გარეშე. არ მოითხოვს ძვირფას ინგრედიენტებს.

4. მაღალ საცხობ ფორმას, რომლის დიამეტრია 16 სმ, ჩააფინე პერგამენტი, წაუსვი ზეთი და გამოაცხე ცომი 170 გრადუსზე 35 წუთის მანძილზე.

მზადდება ფქვილის გარეშე. არ მოითხოვს ძვირფას ინგრედიენტებს.

5. ბისკვიტს მოაცალე ქაღალდი და გადაიტანე თეფშზე. მოაფრქვიე შაქრის პუდრა და ბოლომდე გააციე.

მზადდება ფქვილის გარეშე. არ მოითხოვს ძვირფას ინგრედიენტებს.

ათქვეფილი ცილა ბისკვიტს საოცარ ჰაეროვნებას ანიჭებს, არაჟანი კი – განუმეორებელი ნაღების გემოს. გამოაცხეთ და მოიწონეთ თავი ოჯახის წევრებთან თუ სტუმრებთან.

ეს მარტივი და გემრიელი რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები