ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიელარჯი, ფუჩხოლია, გებჟალია - "შენისუფრა" მეგრული გასტრონომიის საგანძურს გაგაცნობთ

ელარჯი, ფუჩხოლია, გებჟალია – “შენისუფრა” მეგრული გასტრონომიის საგანძურს გაგაცნობთ

მეგრული გასტრონომიული საგანძური

ქართული კერძების დამზადების წესები და ჩვეულებები თაობიდან თაობას გადაეცემა. საქართველოს ყოველ ნაწილში შეხვდებით განსხვავებული სახის კერძებს, რომელიც ამა თუ იმ მხარეს ახასიათებს.

და დღეს, ჩვენ ქართველები სწორედ ამ მრავალფეროვანი სამზარეულოთი ვამაყობთ.

იცოდით, რომ ძველ დროში სუბტროპიკული და რბილი ჰავის გამო დასავლეთ საქართველოში ინფექციური დაავადება, მალარია, იყო გავრცელებული?

დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებმა გამოსავალს მიაგნეს. მეგრულ სამზარეულოში წიწაკის და ცხარე სანენებლების გამოყენება დაიწყეს. წიწაკის გამოყენება ნაწილობრივ აფერხებდა მალარიის გავრცელებას.

მეგრული სამზარეულო დღეს ამ ცხარე კერძებით გამორჩევა.

რომელია მეგრული ტრადიციული კერძები?

ელარჯი

ელარჯი მეგრული სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძია.

ელარჯის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელიც ერთი შეხედვით მარტივია.  ნამდვილ მეგრულ ელარჯს მხოლოდ სამეგრელოში თუ მიირთმევთ.

ელარჯი რძის ნაწარმით, ღერღილით და სიმინდის ფქვილით მზადდება. რძის ნაწარმიდან მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ყველს, სულგუნს ამატებენ კერძის მომზადების პროცესში. სულგუნი ეხმარება კერძს გახდეს წელვადი და უგემრიელესი ერთიანი მასა.

ელარჯი ყოველდღიური კერძი არ არის.სამეგრელოში ელარჯს მხოლოდ დღესასწაულებზე და განსაკუთრებული სტუმრიანობისას თუ შეხვდებით.

არ გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან. გაემგზავრე დასავლეთ საქართველოში და გახსოვდეს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვა ნამდვილი მეგრული ელარჯი.

გებჟალია

გებჟალია ტრადიციული მეგრული კერძია. მეგრული სიტყვა „ბჟა“, რძეს ნიშნავს. სწორედ, ამიტომ გებჟალიას მთავარი დატვირთვაა ის, რომ რძეში ჩახარშული კერძია.

გებჟალიასა და სულუგუნის დამზადების პროცესი ნაწილობრივ ერთმანეთს ჰგავს.

გებჟალია მზადდება რძის ნაწარმისგან, პიტნისაგან და სანენებლებისგან. მდუღარიდან ამოღებულ სულუგუნს პიტნასთან აზავებენ, ქმნიან ერთიან მასად და ჭრიან რულეტებად. ამ ნაჭრებს კი პიტნის ნადუღში ათავსებენ.

გებჟალიას, რომელიც სავარაუდოდ მზეს განასახიერებდა, ძველ დროში რიტუალურ სუფრებზე იყენებდნენ. სამეგრელოში გებჟალია სადღესასწაულო სუფრაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს.

სუპხარჩო

სუპ-ხარჩოს მეგრული სამზარეულოს უგემრიელესი წვნიანია. სამეგრელოში სუპ-ხარჩოს უმეტესად ზამთრის ცივ დღეებში ამზადებენ.

სუპ-ხარჩო ერთ-ერთი ტრადიციული კერძია და ამას მოწმობს მისი დამზადების რეცეპტი. კერძის მომზადებისას მეგრელები იყენებენ უხვ სუნელებს, ბრინჯს, წყალს, ტომატ-პასტას ან პომიდორს  და საქონლის ხორცს.

წვინიანი სუპ-ხარჩოს კერძი ჩვეულებრივ მზადდება ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში.

 ფუჩხოლია

„ფუჩხოლია“ მეგრული სიტყვაა და დაფშვნილს ნიშნავს.

კერძის მოსამზადებლად იყენებენ რძის ნაწარმს, ჭყინტ ყველს, რომელიც ადვილად იფშვნება. დაფშვნილ ყველს უზავებენ ქინძს, ნივრის სოუსს, წიწაკასა და პიტნას.

შეზავებულ მასას ათავსებენ ცხელ ღომში, სადაც ყველი დნობა იწყებს.

ფუჩხოლია ტრადიციული მეგრული სუფრის ერთ-ერთი მადისაღმძვრელი კერძია.

მეგრული კუჭმაჭი

კუჭმაჭი ქართულ სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებს. კუჭმაჭის დამზადების უამრავი ვერსია არსებობს. საქართველოს თითოეულ ნაწილში მას განსხვავებული მომზადების წესითა და რეცეპტით ამზადებენ.

ტრადიციული მეგრული კუჭმაჭი ცხარე და სურნელოვანიაკუჭმაჭის მომზადების პროცედურაში ჩაქსოვილია ის ჩვეულებები, რომელიც დასავლეთში მცხოვრებლებს დღესაც შემორჩათ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები