მას აქვს შოკოლადის ნაყინის გემო, მაგრამ ბევრად უფრო ჯანსაღია.

0
79
#post_seo_title

დესერტი რიაჟენკასგან კაკაოსთან ერთად

გაყინვის დროის გარდა, სუფლე მზადდება ფაქტიურად 5 წუთში. ეს მსუბუქი შოკოლადის დესერტი ასევე მოგეწონებათ სწორი კვების მიმდევრებს. იგი მზადდება ბუნებრივი პროდუქტებისგან. შაქარი შეიძლება შეიცვალოს უფრო დაბალკალორიული დამატკბობლით, მაშინ თქვენი ფიგურა წესრიგში დარჩება.

ერტ-ერტი ინგრედიენტია “რიაჟენკა”.

სახელწოდება „რიაჟენკა“ნიშნავს – გამოცხობას. რძეს დიდი ხნით „აცხობდნენ“ ღუმელში, ისე რომ ადუღებამდე არ მისულიყო. ამგვარი დუღილის დროს რძე იძენს ლამაზ კრემის ფერს და შეუდარებელ გაჯერებულ გემოს. შემდეგ „მოხარშულ“ რძეს ადედებდნენ არაჟნით და ისევ ხანგრძლივი დროით დებდნენ ღუმელში.

შედეგად იღებდნენ შეუდარებელ რძემჟავა პროდუქტს, კრემის ფერით, ოდნავ მოვარდისფრო ტონებით, ძალიან ნაზი, „მოხარშული“ რძის ოდნავ მოტკბო გემოთი. ახლა ამ გემრიელი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში.

ინგრედიენტები

რიაჟენკა (გამომცხვარი რძე)300 გ

შაქარი 2 ჩ.კ.

კაკაოს ფხვნილი 2 ჩ.კ.

ჟელატინი 10 გ

წყალი 50 მლ

მომზადება

რიაჟენკას შეურიეთ შაქარი და კაკაო.

მას აქვს შოკოლადის ნაყინის გემო, მაგრამ ბევრად უფრო ჯანსაღია. | შენი სუფრა

ათქვიფეთ ნარევი ბლენდერით ისე, რომ ზედაპირზე ბევრი ბუშტი გამოჩნდეს.

მას აქვს შოკოლადის ნაყინის გემო, მაგრამ ბევრად უფრო ჯანსაღია. | შენი სუფრა

ჟელატინს დაასხით ცივი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გახსენით მიკროტალღურ ღუმელში და დაამატეთ დადუღებულ გამომცხვარ რძეს(რიაჟენკას). აურიეთ კარგად.

მას აქვს შოკოლადის ნაყინის გემო, მაგრამ ბევრად უფრო ჯანსაღია. | შენი სუფრა

ჩაასხით დესერტი ფორმებში, გადააფარეთ პლასტმასის შესაფუთი და შედგით მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში.

მას აქვს შოკოლადის ნაყინის გემო, მაგრამ ბევრად უფრო ჯანსაღია. | შენი სუფრა

მე ხშირად ვამზადებ ამ რძის დესერტს ჩემი ბავშვებისთვის. მას აქვს შოკოლადის ნაყინის გემო, მაგრამ ბევრად უფრო ჯანსაღია. ზოგჯერ დესერტს ბანანს ან კენკრას ვამატებ. მაგალითად, ძალიან მომწონს მარწყვით. მოამზადეთ ეს მშვენიერი დესერტი დადუღებული გამომცხვარი რძისგან.

READ  ღვეზელი, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც ვაკეთებ. ოქროსფერი, წვნიანი და წარმოუდგენლად სურნელოვანი, რომლის გასინჯვაც შეხედვისთანავე მოგინდებათ!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ