მარმალადის მსგავსი მარწყვის ჯემი. 5 უჩვეულო რეცეპტი მოყვარულებს.

0
103
#post_seo_title

მარწყვის უჩვეულო ჯემი

 

მარმალადის მსგავსი მარწყვის ჯემი. 5 უჩვეულო რეცეპტი მოყვარულებს. | შენი სუფრა

მარწყვის სეზონი ახლოვდება. როცა გემრიელი ნაყოფის ჭამით გულს იჯერებთ, აუცილებელია ზამთრისთვისაც იფიქროთ, თქვენი ახლობლები გემრიელი კონსერვებით გაახაროთ.

თუ ცოტა ფანტაზიას ჩართავთ, შედეგი ნამდვილად სეზონის აღმოჩენა გახდება.

 

მარმალადის მსგავსი მარწყვის ჯემი. 5 უჩვეულო რეცეპტი მოყვარულებს. | შენი სუფრა

მარწყვის ჯემის რეცეპტები

მარწყვი საკმაოდ დელიკატური კენკრაა, მოპყრობასაც შესაბამისს იმსახურებს. გაარჩიეთ მარწყვი, გამდინარე წყალში საწურზე გარეცხეთ. დატოვეთ ცოტა ხანს, რომ დაიწუროს, შემდეგ მოაცილეთ ყუნწები.

მარწყვის “ცივი ჯემი”

 

მარმალადის მსგავსი მარწყვის ჯემი. 5 უჩვეულო რეცეპტი მოყვარულებს. | შენი სუფრა

შემადგენლობა

 

2 კგ მარწყვი

1.5 კგ შაქარი

2 ლიმონი

25 ახალი პიტნის ფოთოლი

25 რეჰანის ფოთლები

 

გარჩეულ და გარეცხილ მარწყვს მოაყარეთ შაქარი. გააჩერეთ, რომ მარწყვმა წვენი გამოსცეს.

დადგით ცეცხლზე და ადუღებიდან 5 წუთი ადუღეთ, დაამატეთ პიტნის და რეჰანის ფოთლები და კიდევ 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, გააციეთ, დაამატეთ დაჭრილი ლიმონი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ 8 საათის განმავლობაში გააჩერეთ. ისევ წამოადუღეთ და 5 წუთის შემდეგ ჩაასხით ქილებში.

 

მარწყვის ჯემი “ალისფერი”

 

 

მარმალადის მსგავსი მარწყვის ჯემი. 5 უჩვეულო რეცეპტი მოყვარულებს. | შენი სუფრა

1 კგ. მარწყვი

200 გრამი ვარდის ფურცლები

1.2 კგ შაქარი

100 მლ წყალი

0.5 ჩ/კ. ლიმონის მჟავა

გარჩეულ, გარეცხილ მარწყვს მოაყარეთ შაქრის ნახევარი და დატოვეთ მთელი ღამით.

დარჩენილი შაქრისგან და წყლისგან მოადუღეთ სიროფი, ჩაყარეთ ვარდის ფურცლები, დაამატეთ ლიმონმჟავა და წამოადუღეთ.

მოდუღებულ სიროფში ჩაასხით მარწყვიანი სიროფი და ადუღეთ 5 წუთით. ცხელი ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.

 

მარწყვის ჯემი სანელებლებით

 

მარმალადის მსგავსი მარწყვის ჯემი. 5 უჩვეულო რეცეპტი მოყვარულებს. | შენი სუფრა

შემადგენლობა

 

2 კგ მარწყვი

2 კგ შაქარი

2 ვარსკვლავისებური ანისული

1 ჯოხი დარიჩინის

 

მარწყვს დააყარეთ შაქარი. 3 საათის შემდეგ დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.

დადგით ისევ ცეცხლზე, დაუმატეთ სანელებლები და კვლავ 10 წუთი ადუღეთ. ამოიღეთ სანელებლები, ჩაასხით მურაბა ქილებში და მოხუფეთ.

 

მარწყვის ჯემი არყით

 

მარმალადის მსგავსი მარწყვის ჯემი. 5 უჩვეულო რეცეპტი მოყვარულებს. | შენი სუფრა

3 კგ მარწყვი

2 კგ შაქარი

არაყი 100 მლ

1 ჩ/კ. ლიმონის მჟავა

 

მარწყვი ფენებად მოათავსეთ თასში, ყველა ფენას მოაყარეთ შაქარი და მოასხით არაყი. ზედა ფენას მოაყარეთ მხოლოდ შაქარი. მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში.

READ  მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი

დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, მოასხით ლიმონმჟავა, გააციეთ, ისევ წამოადუღეთ და გააციეთ. სამჯერ უნდა გაიმეოროთ, ბოლო წამოდუღებაზე ადუღეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩაასხით ქილებში შესანახად.

 

მარწყვის ჯემი რევანდით და კოჭათი

 

მარმალადის მსგავსი მარწყვის ჯემი. 5 უჩვეულო რეცეპტი მოყვარულებს. | შენი სუფრა

1 კგ მარწყვი

1 კგ რევანდის ღერები

50 გრ ახალი კოჭას ფხვნილი

2 კგ შაქარი

200 მლ წყალი

 

გაასუფთავეთ რევანდი ქერქისგან და დაჭერით, დაამატეთ გარეცხილი კენკრა, აადუღეთ და 10 წუთი ადუღეთ. დაუმატეთ გასუფთავებული კოჭას ფესვები, შაქრის მესამედი და 5 წუთი ადუღეთ ისე, რომ არ მოურიოთ.

ნელ-ნელა მოაყარეთ დარჩენილი შაქარი, ადუღეთ 5-7 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 8-10 საათი.

მეეორედ დადგით ცეცხლზე, 10 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და 10 საათი გააჩერეთ. მესამედ როცა დადგავთ ცეცხლზე, ამოიღეთ კოჭას ფესვები, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე და ჩაასხით ქილებში.

ეს მცირე ჩამონათვალია გემოს ფეიერვერკის, რომელიც შეგიძლიათ შექმნათ არაჩვეულებრივი დანამატებით. მარწყვი საუკეთესოდ ერწყმის შოკოლადს, სხვა კენკრას და ხილს, ბალახებს… იყავით შემოქმედი და თქვენ აუცილებლად იპოვით მარწყვის ჯემის უნიკალურ გემოს.

 

 

 

 

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ