მარინადი ღორის ხორცისთვის

0
39
#post_seo_title

გამომცხვარი ხორცი შესაძლოა სხვადასხვაგვარად მომზადდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღები, სანელებლები ან ყველი. თუმცა ხორცის მარინადი ყველაზე კარგი ვარიანტია.

მარინადი ხორცისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

მარინადი ღორის ხორცისთვის

ღორის ხორცი სამი სახის მარინადში

კეფირის მარინადი

მარინადი ღორის ხორცისთვის

ინგრდიენტები

  • 0,6 ლ ნატურალური კეფირი

მომზადება

აიღეთ დაახლოებით 1,5 კგ ღორის ხორცი. დაასხით მას ნატურალური კეფირი და შედგით მაცივარში ორი საათით. ეს მარინადი ღორის ხორცს საკმაოდ არბილებს.

როზმარინისა და კვლიავის მარინადი

მარინადი ღორის ხორცისთვის

ინგრედიენტები: 2,5 ლ წყალი, 2 ს. კ. მარილი, ერთი ტოტი როზმარინი, ერთი ტოტი კვლიავი, 2 დაფნის ფოთოლი, 5 ცალი პილპილის მარცვალი, 2 ცალი ხმელი მიხაკი, ნახევარი ჩ. კ. კორიანდრი

მომზადება

წყალი აადუღეთ და დაამატეთ დარჩენილი პროდუქტები. კვლავ წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. კეფირის მარინადიდან ხორცი როზმარინიან მარინადში გადაიტანეთ. ხორცი არ გარეცხოთ, სედგით ის მაცივარში მთელი ღამით.

ნივრითა და წიწაკა ჩილით

მარინადი ღორის ხორცისთვის

ინგრედიენტები: 2 კბილი ნიორი, 10 გ იმბირი, ერთი ჩ. კ. დაფქული შავი წიწაკა, ერთი ჩ. კ. პაპრიკა, ნახევარი წიწაკა ჩილი, 2-3 ს. კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

გახეხეთ ნიორი, იმბირი და შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ შავი პილპილი და პაპრიკა. ნარევს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და შეაზილეთ ხორცს. დატოვეთ მაგიდაზე ნახევარი საათის განმავლობაში.

მარინადი ღორის ხორცისთვის

გადადით შემდეგ – ცხობის – ეტაპზე. ხორცს შემოახვიეთ ფოლგა, გადაიტანეთ საცხობზე, ჩაასხით მასში ერთი ჭიქა წყალი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ მოაცილეთ ფოლგა და აცხეთ კვლავ 20 წუთით, სანამ ხორცის ქერქი არ გაყავისფრდება. როცა კერძი გაცივდება, თხლად დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან.

ასეთი სახით გამომცხვარ ხორცს უხდება კარტოფილი ნებისმიერი სახით – პიურე, მოთუშული, შემწვარი, გამომცხვარი. ასევე მოუხდება მსუბუქი ბოსტნეულის სალათა.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

 #drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები