ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიბარმენების ხრიკი- ლუდი რომ უფრო გემრიელი გახდეს

ბარმენების ხრიკი- ლუდი რომ უფრო გემრიელი გახდეს

ბარმენებმა იციან ერთი გზა, რათა მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ იაფფასიანი ლუდის გემო.

ჯადოსნური ინგრედიენტი, რომელსაც შეუძლია თქვენი ლუდის გემო გაცილებით უკეთესი გახადოს, არის მარილი.

ამბობენ, რომ მარილს უმატებენ ზოგიერთ ლუდს, ხილის ნოტების გასაძლიერებლად და სიმწარის შესამცირებლად.

გამოცემა წერს, რომ ბარმენები ამ ტენდენციას მრავალი წელია მისდევენ და იციან, რამდენად გემრიელი შეიძლება იყოს მარილისა და ლუდის კომბინაცია.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ზოგიერთ ბარს აქვს კონტეინერები, საიდანაც მარილი შეიძლება წაესვას ბოთლის პირზე ან ჭიქების რგოლებზე.

როგორ დავამატოთ მარილი ლუდში?

ეს ორეტაპიანი პროცესია, რომლის არევა შეუძლებელია: ჯერ ჭიქაში ჩაასხით ლუდი, შემდეგ დაამატეთ ცოტა მარილი. მარილი ლუდს აქაფებს, ასე რომ, ამ ხრიკის ცდისას აუცილებლად დატოვეთ ჭიქაში დიდი ადგილი.

ბარმენების ხრიკი- ლუდი რომ უფრო გემრიელი გახდეს | შენი სუფრა

მარილის დამატების შემდეგ სულ სხვანაირი ლუდი იქნება – ნაკლებად გაზიანი და ცოტა უფრო მძიმე გემოთი.

ლიმონი

კიდევ ერთი გზა, ლუდის გემოს გასაუჯომბესებლად არის ლიმონი. ჩააგდეთ ლიმონის ნაჭერი ლუდის ჭიქაში. ის სასმელს პიკანტურ არომატს მატებს.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ანტივაქსერების ისტერიას წერტილი დაესვა! – ვის უხდის მადლობას გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები