ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგილიმონი - იმუნიტეტის ბუსტერი

ლიმონი – იმუნიტეტის ბუსტერი

ლიმონი ოდითგანვე გაციების უებარ წამლად მიიჩნეოდა,

 

მოგვიანებით კი არაერთმა სამეცნიერო კვლევამ ცხადყო, რომ ეს ციტრუსი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აჩქარებს გამოჯანმრთელებას და დადებით გავლენას ახდენს ავადმყოფობის პროგნოზზე.

ლიმონი C ვიტამინის, ჯანმრთელობისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ნუტრიენტის, ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. 100 გ ახალ ლიმონში დაახლოებით 50 მგ C ვიტამინია, რაც ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილების თითქმის ნახევარს უტოლდება.

ლიმონი – იმუნიტეტის ბუსტერი | შენი სუფრა

ლიმონის კანი შეიცავს ეგრეთ წოდებულ მონოტერპენებს – მეორეულ მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც ტიპურ არომატს აძლევს მცენარეს და, როგორც ვარაუდობენ, ანტიკანცეროგენული ანუ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით ლიმონს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის მედეგობას, მატებს მას ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლის უნარს, მაგრამ თუ ლიმონს გრიპისა და გაციების თავიდან აცილების იმედით იღებთ, უმჯობესია, მთელი წლის განმავლობაში მიიღოთ ცოტ–ცოტა და არა ერთბაშად ბევრი, როცა უკვე ავადმყოფობის ნიშნებს შეამჩნევთ.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ბევრი კარგი სიახლეა – ნელ-ნელა წინ მივდივართ“- გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები