ლაზური ნამცხვარი “ფაფონი”

0
129
#post_seo_title

ცომის ინგრედიენტები:

პურის ფქვილი 3 ჭიქა

რძე 1 ჭიქა

ზეთი 3 ს/კ

მარილი ერთი მწიკვი

შიგთავსი:

რძე 5 ჭიქა

პურის ფქვილი 3 ჭიქა

მარილი 0,5 ჩ.კ.

შაქარი 3 ჭიქა

კარაქი 2 ს.კ.

კვერცხის გული 5 ცალი

სიროფი:

შაქარი 5 ჭიქა

წყალი 5 ჭიქა

 

ფაფონი-ის სურათის შედეგი

მომზადება:

მოვამზადოთ ცომი: მოვათავსოთ თასში ფქვილი, მარილი, ზეთი, რძე და მოვზილოთ ცომი.

მოვამზადოთ შიგთავსი: მოვათავსოთ ქვაბში რძე, დავუმატოთ ფქვილი, კარგად მოვურიოთ და წამოვადუღოთ. მიღებულ მასას დავუმატოთ შაქარი, კარაქი, კვერცხის გული და კარგად ავურიოთ.

ცომი გავყოთ ათ ნაწილად. გავათხელოთ, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ.

გამომცხვარი ფირფიტები დავნამოთ წყლით, დავაწყოთ ლანგარზე და წავუსვათ გამდნარი კარაქი. მეხუთე ფირფიტაზე მოვათავსოთ შიგთავსი და განვაგრძოთ ფირფიტების წყობა.

ფაფონი მოვათავსოთ ღუმელში და ვაცხოთ შეწითლებამდე. მზა ნამცხვარს ზემოდან მოვასხათ სიროფი.

სიროფის მომზადება:

მოვათავსოთ ქვაბში შაქარი, წყალი, დავდგათ ცეცხლზე, ვურიოთ და ვადუღოთ 10-15 წუთი.

გაციებულ ნამცხვარს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  “მარადიული საფუარი”, რომელიც კვირაში ერთხელ უნდა კვებოთ. მისი წყალობით სახლში ყოველთვის სურნელოვანი პური გვაქვს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ