ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიკურკუმას სამკურნალო თვისებები

კურკუმას სამკურნალო თვისებები

 თანამედროვე მედიცინა ეფექტურად ებრძვის დაავადებათა უმეტესობას, მაგრამ მცენარეულ საშუალებებსაც შეუძლია, ჩივილები შეამციროს და  ჯანმრთელობა შეგვინარჩუნოს.

ვისაც ინდური კერძები გაუსინჯავს, თვალში მოხვდებოდა მათი მკვეთრი ყვითელი ფერი. ეს კურკუმაა – ინდოელების საყვარელი სანელებელი. ამჯერად სწორედ მის ღირსებებზე ვისაუბრებთ.

კურკუმა მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც ტროპიკულ აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთში ხარობს. მას ყვითელ კოჭას და ყვითელ ფესვსაც ეძახიან. კურკუმას სიმაღლე 0,9-1,5 მეტრამდეა, აქვს მოგრძო ფოთლები და ყვითელი ყვავილი, ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები კი მის ფესვშია თავმოყრილი. სანელებლადაც სწორედ მას იყენებენ.

კურკუმას სამკურნალო თვისებები

სანელებლადაც სწორედ მას იყენებენ. კურკუმას ფესვს ნარინჯისფერი ან მოწითალო-მოყავისფრო გული და უხეში კანი აქვს, გემო – ოდნავ მომწარო, წიწაკისებური, სურნელი – ინგვისა და ფორთოხლისა. მისი ფერი კი მის შემადგენლობაში შემავალი კურკუმინის დამსახურებაა.

კურკუმას ფესვს ახმობენ და ფქვავენ. ის კარის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მას ქსოვილების შესაღებადაც იყენებენ. კურკუმა ფრჩხილებსაც კარგად ღებავს.

კურკუმა უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროტეინების, B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი), B4 (ქოლინი), B6 (პირიდოქსინი), C, E და K ვიტამინების წყაროა.

100 გ ნედლი კურკუმას ფესვი 23,9 მგ C ვიტამინს შეიცავს, ეს უკანასკნელი კი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

კურკუმა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორებიცაა კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, თუთია და მაგნიუმი. კალიუმი უმთავრეს როლს ასრულებს გულის ფუნქციობაში.

კურკუმას ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები უამრავმა კვლევამ დაადასტურა, ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე კურკუმინი კი მას ტკივილგამაყუჩებელ თვისებასაც სძენს.

კურკუმინი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს და ვირუსულ ინფექციებს. კურკუმინი მოლეკულურ დონეზე მოქმედებს და ზღუდავს ანთების გამომწვევ ძირითად მიზეზს, ამიტომ კარგია ქრონიკული ანთების პროფილაქტიკისთვის.

 

კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ ანემიის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაცაა. ხელს უწყობს კანის ზედაპირული ანთებითი პროცესების ჩაქრობას და ჭრილობის შეხორცებას. უხდება ფსორიაზს. შესანიშნავი საშუალებაა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

კურკუმა იყიდება როგორც ნედლი ფესვის, ისე სანელებლის სახით – როგორც ცალკე, ისე სხვა სანელებლებთან კომბინაციაშიც. აფთიაქებში მის ფხვნილს, ტაბლეტებს და კაფსულებსაც ნახავთ.

 

დაფქული კურკუმას შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ის უნდა იყოს 100%-ით ნატურალური, მინარევების გარეშე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი, უმჯობესია, არა ჩინეთში, არამედ ინდოეთში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რომელიმე ქვეყანაში.

წყარო 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები

ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
“ძლიერი ქარბუქი, თოვლი…”- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

“ძლიერი ქარბუქი, თოვლი…”- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

ნოემბერი 25, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები