სახლში მომზადებული კრეკერები, ისეთი არომატულია, რომ მომზადებისთანავე ქრება თეფშებიდან!

0
485
სახლში მომზადებული არომატული კრეკერები ნიორით და ყველით
სახლის კრეკერები განსაკუთრებული არომატით და ხრაშუნა ტექსტურით თქვენს სამზარეულოს უნიკალურ გემოვნებას მისცემს. ეს მარტივი რეცეპტი ტრადიციული ქართული სამზარეულოს თანამედროვე ჯანსაღი კვების ტრენდებთან აკავშირებს.

პირველ რიგში გეტყვით,რომ არ არის აუცილებელი, კრეკერები მოამზადოთ მხოლოდ ნივრის არომატით. შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწაკა, ხმელი სუნელი, პროვანსული მწვანილი, ინდური სანელებლები, რომლებიც თქვენს სამზარეულოს უნიკალური არომატით გაავსებს.

თუ გსურთ ნაკლებად კალორიული გამოგივიდეთ, კარაქის ნაცვლად ნებისმიერი ზეთი იხმარეთ და ყველი საერთოდ ამოიღეთ რეცეპტიდან.

შემადგენლობა

ნივრის 4 კბილი.

კარაქი 100 გ

პური 800 გ

მარილი 1 ჩ/კ.

ოხრახუში გემოვნებით

პარმეზანის ყველი 25 გ

მომზადება

გაადნეთ კარაქი, დაამატეთ დაფქვილი მწვანილი და ნიორი. დაჭერით პური კუბიკებად, დაასხით და აურიეთ. პერგამენტის ქაღალდზე მოაყარეთ გახეხილი ყველი , დააწყეთ პურის ნაჭრები და 10 წუთით შედგით გაზქურაში 220 გრადუსზე. გამოიღეთ, აურიეთ და 5 წუთით ისევ შედგით.

ეს ძალიან უბრალო და მარტივი რეცეპტი დაემატება თქვენი სამზარეულოს რეცეპტების ყულაბას. რატომ უნდა მივირთვათ მაღაზიის კრეკერი, როცა შეგვიძლია თავად მოვამზადოთ ახალი ინგრედიენტებისგან და ყველა ვასიამოვნოთ ხრაშუნა და არომატული გემრიელობით.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მილკშეიქი- გემო ღრმა ბავშვობიდან.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ