ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებაროგორ ავარჩიოთ კარგი კომში? როგორ შევწვათ და მოვამზადოთ სწორად

როგორ ავარჩიოთ კარგი კომში? როგორ შევწვათ და მოვამზადოთ სწორად

რჩევები როგორ ავარჩიოთ, როგორ დავჭრათ და შევწვათ კომში

კომში მაგარი და ყვითელი უნდა იყოს ან ოქროსფერი. მწვანე შეფერილობა ნიშნავს, რომ ნაყოფი მკვრივია და ბოლომდე დამწიფებული არ არის. კარგად დამწიფებულ კომშს აქვს ძალიან სასიამოვნო, ტკბილი და არომატული სუნი. თუ სურნელი არ იგრძნობა, ნაყოფი შესაძლოა ძალიან მკვრივია. არჩიეთ კომში, რომელსაც აქვს გლუვი და ერთგვაროვანი ქერქი. ნაკაწრები, ლაქები ან ჩაჭყლეტილი ადგილები შესაძლოა გაფუჭების ნიშანი იყოს.

შემწვარი კომში კი შეგიძლიათ დესერტად მიირთვათ ან სხვადასხვა ნამცხვრის გასაგემრიელებლად გამოიყენოთ.

კომში გარეცხეთ, ოთხ ნაწილად გაყავით და გათალეთ. დანით მოაშორეთ თესლი და ამოაჭერით მაგარი შუაგული. კომში თხლად დაჭერით და საცხობ ლანგარზე მოალაგეთ. მოასხურეთ ლაიმის წვენი და თაფლი. ასევე ცოტაოდენი წყალი. დააფარეთ ალუმინის ფოლგა.

გააცხელეთ ღუმელი 150 C-ზე და კომში 1 საათით წვით. მოაშორეთ ფოლგა და აცხვეთ კიდევ 10 წუთით. გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რა უნდა მივირთვათ დიეტის შემდეგ - სასარგებლო რჩევები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები