კომბოსტოს სალათი, რომელიც ათ წუთში მზადდება

0
158
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ბოსტნეული ძალიან სასარგებლო და ერთობ აუცილებელი პროდუქტია ორგანიზმისთვის. თუმცა ბევრს ის არ უყვარს. ჩვენ ვცდილობთ ოჯახის წევრებს როგორმე მოვაწოდოთ სასარგებლო ნივთიერებების შემცველი კომბოსტოს სალათი, რომლებსაც სხვა ინგრედიენტებთან ვახამებთ გემოს გაუმჯობესების მიზნით.

კომბოსტოს სალათი ლობიოთი, რომელშიც თავმოყრილია ორგანიზმისთვის აუცილებელი ბევრი მნიშვნელოვანი ელემენტი. თუ დრო არ გაქვთ, გამოიყენეთ ლობიოს კონსერვი. შეგიძლიათ ლობიო მოხარშოთ წინა დღეს.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ თეთრი კომბოსტო
  • 4 ცალი კვერცხი
  • 3 ს. კ. მაიონეზი
  • 400 გ კიტრი
  • 250 გ დაკონსერვებული ლობიო
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. კვერცხი მოხარშე და დაჭერი წვრილ კუბებად. კიტრი გარეცხე და ისიც დაჭერი კუბებად.

კომბოსტოს სალათი, რომელიც ათ წუთში მზადდება | შენი სუფრა

  1. კომბოსტო დაჭერი თხლად. გამოდგება როგორც თეთრი, ასევე ჩინური კომბოსტო – სეზონის მიხედვით.

კომბოსტოს სალათი, რომელიც ათ წუთში მზადდება | შენი სუფრა

  1. შეურიე ინგრედიენტები ერთმანეთს და დაამატე გადაწურული ლობიო, მარილი და დაფქული პილპილი გემოვნებით. მოასხი მაიონეზი, აურიე კარგად და მიიტანე სუფრასთან.

კომბოსტოს სალათი, რომელიც ათ წუთში მზადდება | შენი სუფრა

კომბოსტოს წყალობით, სალათა საკმაო რაოდენობის გამოდის. ის ცალკე კერძადაც კარგია და ასევე, როგორც გარნირი, უხდება ხორცს ან თევზს. სცადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

 

READ  გასწავლით, როგორ შეწვათ ხორცი 2-3 წუთში