კლასიკური ანანასი ყაბაყით

0
39
#post_seo_title

ყაბაყისგან აუცილებლად მოამზადეთ  ტკბილი წასახემსებელი, რომელიც ხალხში ცნობილია როგორც “კლასიკური ანანასი”.

კლასიკური ანანასი ყაბაყით ადვილად აგერევათ ტროპიკულ ხილში როგორც გარეგნობით, ისე გემოთი. გამოდის ძალიან წვნიანი, ჰაეროვანი და ტკბილი.

ამისთვის ნებისმიერი ყაბაყი გამოგადგებათ, მაგრამ სჯობს ახალგაზრდა აიღოთ, რადგანაც მათი ქილაში მოთავსება ადვილია.

ინგრედიენტები: ყაბაყი 1 კგ, ანანასის წვენი 350მლ, შაქარი 100გ, ლიმონმჟავა, მარილი
მომზადება
  1. ყაბაყი გარეცხეთ, გაასუფთავეთ ქერქისგან და დაჭერით დიდ რგოლებად, სისქით 1.5-2 სმ. ხვრელისთვის გაუყარეთ შუაში დაბალი, პატარა ჭიქა. დარწმუნდით, რომ თესლები არ დაგრჩათ.
  2. მოამზადეთ სიროფი. დადგით ცეცხლზე ქვაბი, ჩაასხით წვენი, დაუმატეთ 2/3 ჩ.კ. ლიმონმჟავა და ვანილინი. ჩაუშვით ყაბაყები, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ კიდევ 15 წთ. სულ ურიეთ.
  3. გადააანაწილეთ ყაბაყები სტერილიზირებულ ქილებში, დაასხით ცხელი სიროფი და დახუფეთ. გაციებამდე რამე თბილით შეფუთეთ და შემდეგ გადაიტანეთ ცივ ადგილას.

რაც უფრო დიდი ხნისაა ყაბაყი, მით უფრო მეტი სიროპი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ დაუმატოთ მეტი წვენი ან გააზავოთ წყალში. მისი მეშვეობით ყაბაყს ბავშვებსაც შეაყვარებთ. ის არის სასარგებლო, გემრიელი და ბიუჯეტური.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები